კალენდარი
ახალი ამბები
გორელი ექიმი მოქალაქეებს მიმართავს
ექიმი გია მღებრიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, რომ მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ის გორში მუშაობს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა:

,,მოგმართავთ ყველას! ნაცნობსაც, უცნობსაც, შინაურსაც, გარეულსაც, მტერსაც და მოყვარეს. მდგომარეობა მართლა საგანგაშოა. აქ აღარ მინდა კითხვა არსებობს, არ არსებობს. არსებობს და თანაც ძალიან ვერაგია. ბევრი ჩემი თვალით
ვნახე, ბევრი ჩემი კოლეგებისაგან მოვისმინე. ძალიან გთხოვთ თავს გაუფრთხილდით, რადგან ასე თუ გაგრძელდა ელემენტარულად ექიმი და ექთანი არ გეყოლებათ რომ მოგხედონ, რადგან ჯანდაცვის სერვისაც აქვს თავისი რესურსი, რომლის დეფიციტის ნიშნები უკვე სახეზეა. ელემენტარულად მოერიდეთ დიდ თავშეყრებს. გაიკეთეთ ეს დასაწვავი პირბადე. (მთელი დღე მიკეთია და არ ვკვდები) და დაიცავით დისტანცია. თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ შეიცოდეთ თქვენი მშობლები და ახლობლები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან.'' - აცხადებს გია მღებრიშვილი.

შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 37 შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, რეგიონში 192 ინფიცირებულია.

,,შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვდინფიცირების 37 ახალი შემთხვევა. აქედან ნაწილი უკვე ცნობილი კლასტერის კონტაქტია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირების წყაროს დასადგენად. ამ ეტაპზე შიდა ქართლში გვყავს 192 ინფიცირებული, მათ შორის 53 მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 919 პირი.'' - აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

რეგიონების მიხედვით, განაწილება ასეთია:

ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში - 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო - სვანეთში არის 45, შიდა ქართლში - 37, ქვემო ქართლში - 39, გურიაში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 14, მცხეთა-მთიანეთში - 13 და კახეთში კი 11", - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 8.

ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ - 8 060-ს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 136-ს მიაღწია.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
"მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს.
19:26 / 26.10.2020
დეტალები ქარტლი.გე-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის
დეტალები ქარტლი.გე-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის" ყოფილმა ადვოკატმა
15:49 / 26.10.2020
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს"
15:06 / 26.10.2020
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა.
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა.
14:51 / 26.10.2020
შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი
პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.
შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.
13:14 / 26.10.2020
ვიდეორეპორტაჟი
"მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს.
,,სოფელს ის პრობლემა აქვს, რომ სადმე ვერ წახვალ, თუ შენი ტრანსპორტი არ გაქვს.
ყარაფილასა და ორჭოსანს შორის, გავლებულ გამყოფ ღობეზე კარია დამონტაჟებული. 

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა

გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.