რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
,,მე დავამარცხე კორონა" - ,,გორმედში" 61-წლის ქალი გამოჯანმრთელდა
60 წელს გადაცილებული პაციენტი, რომელსაც მკურნალობა ,,გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კოვიდკორპუსში უტარდებოდა, გამოჯანმრთელდა. ქალბატონი, რომელსაც რთული მდგომარეობა ჰქონდა და კოვიდ - 19 დაამარცხა, კლინიკის დატოვებამდე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

,,ხალხო, ჩემო ქართველებო, რა დაგემართა რატომ ლანძღავთ ჩვენს ექიმებს, სად დაიკარგა ჩვენი ლაპარაკის მანერა, ვფიქრობთ ერთს და ვიძახით მეორეს. ამ ტექსტს ვწერ 61 წლის ქალბატონი. მე დავამარცხე კორონა და ხვალ მივდივარ ჩემს ოჯახში გამოჯანმრთელებული, როგორ შემიძლია მე არ გამოვაქვეყნო ყველაფერი, რაც აქ მე პირადად ვნახე - გორში ,,გორმედის" საავადმყოფოში, იცოდეთ, ბოლოჟამია და ნუ ვიქნებით უმადურები, თორემ სასტიკია უფლის სამსჯავრო და იქ მოგვეკითხება, თუმცა უფალი მოწყალეა და მაინც გვაპატიებს.

ორივე ფილტვის ანთებით შემოვედი ინფექციურ განყოფილებაში უიმედო და შეშინებული, მაგრამ ჩემი შიში უსაფუძვლო გახდა, მთელი მედპერსონალს ფეხზე დადგა, რაც საჭირო იყო გამიკეთდა ყველაფერი, ჩემი ყურადღება მიიქცია ჯერ სისუფთავემ, მერე მათმა ჩაცმულობამ, მათმა უანგარო მომსახურებამ. ვეღარ ვსუნთქავდი, უცებ დამისტაბილურდა მდგომარეობა, დაისვა სწორი დიაგნოზი და მკურნალობაც შესაბამისი ჩამიტარდა.
თბილისიდან ცხელების ხაზი ყოველდღე მიკავშირდებოდა და კითხულობდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ამბავს. ისინიც ორი კვირა კარანტინში იმყოფებოდნენ, საბედნიეროდ მათ არაფერი დაშავებიათ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,გორმედის" კლინიკის მთელ მედპერსონალს მთავარი ექიმიდან დაწყებული მედდებით, სანიტრებით და დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული, დიდხანს იცოცხლოს თქვენმა გულმა და იმუშაოს თქვენმა მარჯვენა, აფერუმ თქვენ ასეთი დიდი ყურადღებისათვის და ასეთი პროფესიონალიზმისათვის, მე მგონი არავის არ ეწყინება, განსაკუთრებით მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ჩემს მკურნალ ექიმს, ინფექციონისტ მაია წიქარიძეს. ჩემს ლამაზ გოგონას, ნიჭიერს და ყურადღებიანს. ასევე ექიმ გია მღებრიშვილს, ნანა მასურაშვილს - ფუტკრებივით ყველა პაციენტს თავს დასტრიალებდნენ. 

ვერვაპატიებ ჩემს თავს, არ დავწერო გოგონაზე, მარგო პავლიაშვილზე, ის მედდაა. ჩემი ვერცხლისწყალივით მოლივლივე და ყოჩაღი, სიფრიფანა, სიცოცხლით და ხალისით გვავსებდა. დიდი მადლობა კიდევ მედდებს - შორენას და მეორე შორენას, ღამის მორიგე ექიმებს ყველას, დიდი მადლობა, მათ არ დაიშურეს ძალი და ღონე, ისინი ყველას ერთნაირი ყურადღებით მკურნალობდნენ. ამ ყველაფერს დანახვა და დაფასება უნდა, ისინი თავიანთ ჯანმრთელობას ჩვენს ჯანმრთელობაზე უკან აყენებდნენ. მადლობა ჩვენს ქვეყანას, რომ გვქონდა სამჯერადი კვება, სადაც შედიოდა ისეთი კერძები, რაც აუცილებელი იყო ჩვენთვის.

შემოდიოდა ხილის ნატურალური წვენები. სულ უპატრონო პაციენტი რომ ყოფილიყო, არავინ დარჩებოდა მშიერი. შეიძლება ვინმემ იფიქროთ, რომ ამის დაწერა მე მათ მაიძულეს პოლიტიკური იარლიყიც მომაკრან, არა ხალხო, ვფიცავ იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლის ყველა წვეთად, მის გამძლეობის, მის მკვდრეთით აღდგომას და ვფიცავ იმ ჯვარს, რომელიც ჩვენთვის ზიდა გოლგოთის გზაზე, რაც დავწერე, ეს რეალობა მე გადამხდა, ჩვენ გადაგვხდა, ღმერთმა ყველა დაგიფაროთ, ხვალ არ ვიცით ვის რა მოუხდება, ამიტომ დავიჯეროთ სიმართლე და ნუ ვჭამთ ერთმანეთს ნუ გვშურს ერთმანეთის, გვწამდეს უფლის და ვიყოთ მართალი მის წინაშე, თორემ კიდევ გეტყვით - მკაცრია უფლის განაჩენი, მერე გვიან იქნება თითზე კბენანი, მე ხვალ მივდივარ ჩემს ოჯახში შვილებთან და შვილიშვილებთან გამოჯანმრთელებული დედა და ბებია, შეშინებულები რომ მელოდებოდნენ ჩემი ორი შვილი ორი ძვირფასი რძალი და 5 პატარა შვილიშვილი ახლა მათ სიხარულის ცრემლები უბრწყინავთ თვალებზე და იცოდეთ რომ ეს შედეგი აქ დაიდო გორში ,,გორმედის" ინფექციურ განყოფილებაში, მე ვარ პაციენტი მარიამ მამაგულაშვილი", - წერს გამოჯანმრთელებული პაციენტი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.