კალენდარი
ახალი ამბები
რუსეთიდან ჩამოტანილ შვრიის ფანტელებში ჭიები აღმოჩნდა - გორის მერი უხერხულობას განიცდის
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის დარიგებულ პროდუქტში, კერძოდ, შვრიის ფანტელებში ჭიები აღმოჩნდა. ამის შესახებ მშობლებმა საბავშვო ბაღის ერთ-ერთ დირექტორს უსაყვედურეს.

ბაღების სააგენტოს ადმინისტრაცია იძულებული გახდა სხვა მშობლებიც გაეფრთხილებინა, სადაც აღნიშნეს, რომ მოხდება ,,შვრიის ამოღება":

,,როგორც მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა და განახლდა პროდუქტის გაცემის პროექტი. აღნიშნული პროექტის განახლების შემდეგ პროდუქტი გაიცა გუშინ, 25 ნოემბერს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც
გაიცა ბაღებიდან არის ვადიანი. მიუხედავად ამისა, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამოდენიმე მშობელმა აღმოაჩინა ჭია. (რადგან შვრია იყო შეფუთული, შეუძლებელი იყო ამ პრობლემის აღმოჩენა ჩვენი მხრიდან). ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და ბაღებმა უზრუნველჰყვეს აღსაზრდელების მშობლების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოხდება შვრიის ამოღება და მომავალ თვეში ჩანაცვლდება აღნიშნული პროდუქტი. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც გამოეხმაურა:

,,გორის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდარი ფაქტის გამო. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის დავალებით, მკაცრად გააკონტროლდება, პირველ რიგში მშობელთა ინფორმირების, ხოლო შემდეგ გაფუჭებული პროდუქტის ჩანაცვლების პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება." - აღნიშნულია გორის მერის განცხადებაში.

ქარტლი.გე დაუკავშირდა იმ კომპანიის წარმომადგენლებს, ვისგანაც შვრიის ფანტელები საბავშვო ბაღების სააგენტომ იყიდა. კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ ყველა ბაღში შვრიის ფანტელებს ახლით ჩაანაცვლებს საკუთარი სახსრებით. მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას ამის შესახებ კომპანია 27 ნოემბერს გაავრცელებს.

განცხადების გამოქვეყნებამდე კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ როგორც იმპიორტიორ კომპანიამ, პროდუქტი დაფასოებული სახით მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა:

,,ჩვენ ქარხნის ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია. ეს ქარხანა მდებარეობს რუსეთში. როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი და იმ ქარხნის პრობლემაა, მაგრამ რაზეც ძალიან ვწუხვარ ისაა, რომ ეს აღმოჩნდა საბავშვო ბაღში. საბედნიეროდ, მხოლოდ ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა." - გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

გავარკვიეთ, რომ გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტომ შვრიის ფანტელების შესაძენად, მათ შორის, მაკარონსი, შესქელებული რძის, შაქარის და კვერცხის, ხელშეკრულება 2020 წლის 12 ნოემბერს გააფორმა. ეს მომსახურება, ხელშეკრულების მიხედვით, 56 7873 ლარი დაჯდა.

გავარკვიეთ ისიც, რომ ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს, გორის საბავშვო ბაღების სააგენტომ იმავე კომპანიისგან 55 000 (2300 ლარი) ცალი შესაფუთი პარკი იყიდა. ამ პარკით, საბავშვო ბაღების სააგენტომ ბავშვების მშობლებს მთლიანი პაკეტი გაუმზადა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
შევეცადეთ აღგვედგინა, თუმცა, ტუმბოების დათვალიერებისას აღმოჩნდა,
რომ შეკეთებას აღარ
შევეცადეთ აღგვედგინა, თუმცა, ტუმბოების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შეკეთებას აღარ
12:46 / 26.01.2021
,,ზემოთ აღნიშნული გზა, ფიზიკური და მორალური ცვეთის სიმძიმის
გამო, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების

,,ზემოთ აღნიშნული გზა, ფიზიკური და მორალური ცვეთის სიმძიმის გამო, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების

15:03 / 25.01.2021
ამის შესახებ სასამართლოს კანცელარიაში დაგვიდასტურეს, თუმცა როგორც
მოსამართლის თანამშემწე აცხადებს,
ამის შესახებ სასამართლოს კანცელარიაში დაგვიდასტურეს, თუმცა როგორც მოსამართლის თანამშემწე აცხადებს,
13:29 / 25.01.2021
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს
ადმინისტრაცია
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს ადმინისტრაცია
19:17 / 24.01.2021
პატრულის თაბანშრომელმა სოსო დემეტრაშვილმა სუდაძესთან ერთად მისი ორი
მეგობარიც დააჯარიმა
პატრულის თაბანშრომელმა სოსო დემეტრაშვილმა სუდაძესთან ერთად მისი ორი მეგობარიც დააჯარიმა
13:22 / 24.01.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
,,რამდენიმე წლის წინ, სასულიერო პირი მოვიდა სოფელში და თქვა, რომ აუცილებლად ჩავუტარებთ რესტავრაციასო,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.