რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხაშურში 32-წლის მამაკაცს ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
,,გარდაცვლილის სხეულზე არსებული 20-ზე მეტი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება, მათი მიყენება ბლაგვი საგნით - ცეცხლსასროლი იარაღის მრავალჯერადი დარტყმით სხეულის ყველა ნაწილში, იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებულს თან ჰქონდა სანადირო დანაც, მეტყველებს მის სურვილზე, მალე არ დამდგარიყო სასიკვდილო შედეგი.''

ეს სიტყვები მოსამართლეს ეკუთვნის, რომელმაც ხაშურში, განსაკუთრებული სისასტიკით ქალის მკვლელობის ფაქტი განიხილა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი დარწმუნდა, რომ ბრალდებულის სურვილი, მალე არ დამდგარიყო სასიკვდილო შედეგი, განსაკუთრებული სისასტიკის ერთ-ერთი ნიშანია.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დაადგინეს, რომ ქალის სისხლის კვალი იწყება მაღაზიის კიბიდან, მიემართება შუაგულისკენ, დახლებს შორის, ჯერ დასავლეთის, შემდეგ კი - სამხრეთის მხარეს.

დანაშაულის შემსწრე მოწმეები აღნიშნავენ, რომ მაღაზიიდან ისმოდა ყვირილის ხმა, გარდაცვლილი ითხოვდა შველას.

ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა: ,,მარკეტიდან გამოდიოდა კაცის ხმა - მოკვდი, შენი დედა, 2-3 წუთის განმავლობაში ისმოდა დარტყმის ხმები, მაგრამ იარაღიდან გასროლის ხმა აღარ ყოფილა."

,,ამდენად, ეჭვს არ იწვევს მკვლელობის მომენტში გარდაცვლილის განსაკუთრებული ტანჯვა და დამნაშავის განზრახვა, სწორედ ამგვარად მოეკლა ყოფილი მეუღლე"" - აღნიშნა მოსამართლემ.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას მოკვლის სურვილი არ ჰქონდა, რასაც სასამართლო არ დაეთანხმა:

,,უტყუარად დადასტურდა, რომ მას ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა სურდა - იგი გარდაცვლილთან არ მისულა განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ. ეს გამორიცხულია ყოფილ მეუღლესთან არაერთი ხელყუმბარით, ავტომატითა და დანით შეიარაღებული მისვლით, რომ არაფერი ვთქვათ მცირე ფართის სადგომში მყოფი ადამიანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლისა და ამ სადგომში ხელყუმბარის შეგდების შესახებ, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ აფეთქდა. ამაზე მეტყველებს მისი ქცევაც - ხელყუმბარის შეგდების შემდეგ მოშორდა სადგომს"" - წერია ფაქტის შეფასებაში.

ამ მსჯელობის შემდეგ, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაკავებულს მაქსიმუმი, 20-წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯოს, თუმცა, პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვდა:

პროკურორის განცხადებით, ხაშურში, 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ბრალდებული კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით - ვაზნებითა და სამი ხელყუმბარით შეიარაღებული მივიდა ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილზე - ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

ყოფილი მეუღლის დანახვისას ქალმა შიგნიდან ჩაკეტა მაღაზიის კარი.

,,ბრალდებულმა თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ ცოლს, თუმცა დაზიანება ვერ მიაყენა. ამის შემდეგ მან მაღაზიის შენობაში ქალის მიმართულებით ,,Ф1" ტიპის ხელყუმბარა ესროლა და თავად გარკვეული მანძილით მოშორდა მაღაზიის კარს. ხელყუმბრა არ აფეთქდა. ქალი მაღაზიიდან გამოიქცა და შევიდა იქვე, სუპერმარკეტის შენობაში, სადაც მას შეჰყვა ბრალდებული და განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული ტანჯვის მიყენების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის არაერთი დარტყმით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგად ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა ხაშურის საავადმყოფოში."" - განაცხადა პროკურორმა.

პროკრორის მოთხოვნა, უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით, მოსმართლემ არ გაითვალისწინა, თუმცა სასჯელის ზომად 20-წლიანი პატიმრობა გამოიყენა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.