რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ხაშურელი პოლიციელი, რომელიც ქუჩაში ნაპოვნი ფულის მითვისებაში ამხილეს, სამსახურში აღდგენას ითხოვს
პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ხაშურის შს სამმართველოს უფროსის მოთხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს, სამსახურში აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიტანა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გენერალური ინსპექციის დასკვნა ძალაში დატოვა.

ყოფილი პოლიციელი აღნიშნავს, რომ მას მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ის ფაქტი, რომლის გამოძიებაც ხაშურის პოლიციის უფროსმა მოითხოვა, გამომდინარეობდა გამოუვალი მდგომარეობიდან.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის ნოემბერში, ხაშურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დაკარგა თანხა. ეს თანხა, როგორც საქმის მასალებში იკვეთება, იპოვა პოლიციის თანამშრომელმა გ.ა-მ. ის ბორჯომის შს სამმართველოში მუშაობდა და შვებულებაში იმყოფებოდა.

გამოძიების ვერსიით, პოლიციის თანამშრომემლმა ქ. ხაშურში დაახლოებით 22 საათზე, იპოვა ფული და მიითვისა.

ახსნა-განმარტებაში პოლიციის თანამშრომელმა მიუთითა, რომ ფულის პოვნის შემდეგ, რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია.

,,იმავე დროს სოციალურ ქსელში დამიკავშირდა მამიდა და მაცნობა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ცოცხნარაში შეუძლოდ იყო, რის გამო წავედი მასთან, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დავბრუნდი ჩემს საცხოვრებელ სახლში ქ. ხაშურში. მგზავრობის დროს დამიკავშირდა ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა მთხოვა, გამოვცხადდ სამმართველოში და წარვადგინე ნაპოვნი ფული. მანამდე ვერ შევძელი აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ ბებიის ავადმყოფობის გამო ვიმყოფებოდი ხაშურის რაიონის სოფელ ცოცხნარაში.'' - აღნიშნა თავის ახსნა-განმარტებაში პოლიციის თანამშრომელმა.

სსამართლომ განმარტა, რომ ეს გარემოება არ წარმოადგენს შემამსუბუქებელ ფაქტორს, რადგან მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ეთიკის კოდექსს. თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სამართალდამცავი პირის მხრიდან ჩადენილი კონრეტული შინაარსის დარღვევა არის უხეში დარღვევა, რომლის მიმართ დისციპლინური სახდელის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება გამართლებულია. 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელს ჰქონდა საკმარისი დრო ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად, რაც არ განხორციელებულა, ის ხაშურის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ.

,,სამმართველოში დაბარებამდე რაიმე ქმედება ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად ან ხელმძღვანელ პირებთან დასაკავშირებლად არ განუხორციელებია. გაურკვეველია რა უშლიდა მას ხელს მომხდარი ფაქტის შესახებ ხელმძღვანელი პირების ან სამართალდამცავი ორგანოს ტელეფონით ინფორმირებაში.  ვერ უთითებს ხელმძღვანელობისათვის ფაქტის შეუწყობინებლობის მიზეზებზე. ამდენად, დასაბუთებულია სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში ასახული მოსაზრება, რომ  სცადა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისება, თანხა დააბრუნა მხოლოდ შესაბამის ორგანოში დაბარების შემდგომ, ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაბარებამდე არ შეატყობინა მომხდარის შესახებ ხელმძღვანელ პირებს.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.