ახალი ამბები
,,კოვიდი მამაკაცებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ქალებში'' - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევა
,,ის ფაქტი, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი დაბალია ბავშვებში და ქალებში, ხოლო მაღალია კაცებში და მოხუცებში, სწორედ ACE 2-ის რაოდენობას უნდა უკავშირდებოდეს. ბავშვებში და ახალგაზრდებში მაღალია ACE 2-ის რაოდენობა, ასაკოვან პაციენტებში კი ის იკლებს. ამდენად ვფიქრობთ რომ დაავადების სიმძიმეს განსაზღვრავს არა ACE-2-ის რაოდენობა დაავადებამდე, არამეს მისი კრიტიკული შემცირება ვირუსის უჯრედში შეჭრის გამო."

ეს არის ამონარიდი იმ ნაშრომიდან, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ, სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს. ხუთ ავტორს შორის, ერთ-ერთი დავით გოლოშვილია. დათო წარმოშობით გორიდანაა და ის დღეს ჩვენი გადაცემის, ქართლის სტუდიის სტუმარია.

მოგესალმებით, ბატონო დათო, მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში გვინდა ჩვენს მაყურებელს ავუხსნათ, რომ ეს არის ნაშრომი, რომლის სახელწოდებაა ,,კოვიდ-19-ით დაავადებულებში სიმპტომური მკურნალობის ბიოქიმიური ასპექტები", განკუთვნილია პრაქტიკულად სპეციალისტებისთვის. - მოგვიყევით ამ კვლევის შესახებ უფრო მეტი. როდის დაიწყეთ მუშაობას, რა ინფორმაციას ეცნობოდით. ვინ არიან ავტორები და ზოგადად რას საქმიანობთ.

დავით გოლოშვილი: ,,ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულს დავიწყეთ სტატიაზე მუშაობა. ხუთი ავტორიდან 4-ნი ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები, ხოლო ერთი არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

შევეცადეთ, რომ შეგვეჯამებინა უკვე დაგროვილი ინფორმაცია და შესაბამის თეორიულ მასალაზე დაყრდნობით, მოგვემზადებინა სტატია თემის აქტუალობიდან გამომდინარე საკმაოდ სწრაფად შეიქმნა ახალ-ახალი სტატიები, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ახალ ინფორმაციას გავცნობოდით. მაგრამ, მთელი რიგი პროცედურების გამო, დროში გახანგრძლივდა. სტატია უკვე მზად იყო გასული წლის ივნისში, თუმცა დაიბეჭდა ცოტა მოგვიანებით, ოქტომბერში.

- რა არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც ამ ნაშრობით თქვენს აუდიტორიას ან გნებავთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაუგზავნეთ.

მოგეხსნებათ, დღესდღეობით არ არსებობს კოვიდ-19-ის სპეციფიური მკურნალობა. უბრალოდ, ჩვენ ვეყრდნობით სიმპტომურ მკურნალობას. ვაქცინაც სულ რამდენიმე თვეა, რაც ლიცენზირებული გახდა, თუმცა ისიც არ არის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი.

როდესაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, მაშინ ვაქცინაც არ იყო ლიცენზირებული, არ არსებობდა ვაქცინა და სწორედაც ჩვენი სტატიის მთავარი მიზანი იყო, ამ კოვიდ-19-ის სიმპტომური მკურნალობა. მთელი რიგი მედიკამენტებია ჩამოთვლილი ჩვენს სტატიაში; რომელს უფრო ექნება დადებითი გავლენა კოვიდ-19-ის მკურნალობის დროს და რომელს პირიქით, უარყოფითი გავლენა ექნება.

სწორედაც ეს არის სტატიის მთავარი მიზანი, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად თავიდან ავირიდოთ იმ მედიკამენტების გამოყენება, რომელსაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ამ დაავადების მიმდინარეობისას.

- ძალიან საინტერესოა თქვენი მიგნება, როცა ამბობთ, რომ ვირუსის შეჭრის დროს, მცირდება ACE-2-ის რაოდენობა. ეს კი იწვევს სხვადასხვა ნივთიერებების ცვლილებას, რაც დაკავშირებულია თანხმლები დაავადებების განვითარებასთან. უფრო მარტივად რომ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე.

- ეს ACE-2 არის ნივთირება, რომელთა საშუალებითაც ვირუსი შეიჭრება უჯრედში, და ეს წარმოდგენილია მრავალ ორგანოში. ერთ-ერთია სწორედაც სასუნთქი სისტემა. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ის რესპირატორული სინდრომები, რითიც გამოვლინდება ეს დაავადება.

თუმცა, ეს ACE-2 საკმარისი არ არის, საჭირო არის ასევე სერინპროტიაზა, რომელიც ეხმარება ,,ეისი 2"-ს, რომ ეს ვირუსი შევიდეს უჯრედში და ACE-2-ის ექსპრესიას ზრდის ესტროგენები, რომლებიც ასე ვთქვათ, მდედრობითი სქესის ადამიანებში ჭარბად გვხვდება.

ACE-2 თავის მხრივ კი ეხმარება ვირუსს უჯრედში შეჭრაში, თუმცა მას ასევე გააჩნია პროტექტორული თვისება. სწორედაც ამითი აიხსნება ის ფაქტი, რომ ქალბატონებში დაავადება უფრო ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში.

მე თავდაპირველად ვახსენე ეს სერინპროტიაზა და სწორედაც ეს ანდროგენები, რომელიც მამაკაცებში უფრო სპეციფიკურად გვხვდება; ასე ვთქვათ, მამაკაცური ჰორმონებია, თავის მხრივ ხელს უწყობს ამ სერინპროტიაზების ექსპრესიის გაზრდას.

აქედან დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თუკი ანდროგენები ხელს შეუწყობს სერინპროტიაზების გაზრდას, მაშინ სერინპროტიაზები თავის მხრივ უფრო დააჩქარებს ამ ვირუსის უჯრედში შესვლას. ამასთან არის დაკავშირებული სწორედ ის ფაქტი, რომ მამაკაცებში უფრო მწვავედ ვხდებით დაავადების მიმდინარეობას, შედარებით ქალბატონებთან.

- ბუნებრივია, მუშაობის დროს, ძალიან ბევრ კვლევას გაეცანით, (სხვათა შორის, ჩვენი რეგიონის მოსახლეობამ ელემენტარულად ისიც არ იცის, რამდენი მამაკაცი ან რამდენი ქალი გარდაიცვალა რეგიონში,) ამ მხრივ საინტერესო მიგნებები თქვენს ნაშრომში ვნახეთ. მაგალითად, წერია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია ბავშვებსა და ქალებში. თუ გაქვთ რაიმე სტატისტიკა საქართველოს შესახებ და რამდენად ემთხვევა მონაცემები.

- მინდა გითხრათ, რომ მეც იგივე სტატისტიკას ვეცნობი, რაიმე განსაკუთრებული ჩვენთვის არ არის. საკმაოდ რთულია ასე ერთი წლის განმავლობაში რაიმე სპეციფიკური კვლევა ჩაატარო, თუმცა საქართველოც არის მსოფლიო ნაწილი და რაც ხდება მსოფლიოში, ის მოხდება საქართველოში.

ვერ ვიტყვით, რომ ქალბატონებს უფრო იშვიათად ემართებათ ვირუსი. ქალბატონებში უფრო ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს ეს ვისური, შედარებით მამაკაცებთან. ასე არის საქართველოში სტატისტიკურად. თითქმის თანაბარი რაოდენობით ავადდებიან ქალბატონები და მამაკაცები, მაგრამ როგორც აღვნიშნე, დაავადების სიმძიმე ქალბატონებში შედარებით ნაკლებია.


- არსებობს მითი იმის შესახებ, რომ თანხმლებ დაავადებების მქონე ადამიანისთის ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს და თუ რამე შეემთხვა, საერთო არაფერ შუაშია ვირუსი. ამ მითის შესახებაც ვისაუბროთ

- ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტი, ის წლების განმავლობაში, თუ კი იცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, სპეციალურ დიეტას, მის ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება. წლების განმავლობაში ადამიანები შეიძლება ცხოვრობდნენ დიაბეტთან ერთად, მაგრამ თუკი თან დაერთვება კოვიდი, ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება ლეტალურიც იყოს.

სწორედაც ჩვენს სტატიაში ამაზე გვაქვს გარკვეული კუთხით მიგნებები. მაგალითად, არსებობს ნივითიერება ასეთი NF-kB (ენ-ეფ-კა-ბა), რომელიც ასე ვთქვათ, არის მთავარი გამშვები მექანიზმი იმუნური პასუხისა. ლეტალობის მიზეზი სწორედ ეს ჭარბი იმუნური პასუხი ხდება. რომლის მიზეზიც არის ამ NF-kB-ს გააქტიურება.

ჩვენს სტატიაში ზოგიერთი დაავადება გვაქვს ჩამოთვლილი და სწორედაც აქცენტი გვაქვს გაკეთებული იმ ქრონიკულ დაავადებებზე, რომელიც მიმდინარეობს ენდოთერმული დისფუნქციით. ეს არის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ. ეს არის ის დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს ენდოთერმული დისფუნქციით.

ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში კოვიდი უფრო მეტად გამწვავებული ფორმა ახასიათებს და ზოგ შემთხვევაში სამწუხარო, ლეტალური გამოსავალიც დგება.

ჩვენ სტატიაში ისიც გვიწერია, თუ რომელი ნივთიერება ააქტიურებს ამ NF-kB-ს, რომელიც პირიქით, თრგუნავს. ჩვენ გვაწყობს კიდეც, რომ ეს NF-kB გარკვეულ წილად იყოს დათრგუნული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაწყობს სუსტი იმუნური პასუხი, მაგრამ არც ჭარბი იმუნური პასუხი არ არის კეთილსაიმედო ამ დაავადების მიმდინარეობის დროს.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ, რესვერატროლი არის ასეთი ნივთირება, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაშია, ეს რესვერატროლი ამ NF-kB-ს აქტივობას თრგუნავს. ასე, რომ ვთქვათ, დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კოვიდ-19-ის მიმდინარეობის დროს.

- კოვიდით გამოჯანმრთელების შემდეგ, შესაძლოა, მედიკამენტოზურმა მკურნალობამ დრო და დრო გარკვეული უარყოფითი ეფექტებიც გამოავლინოს. რამდენი ხანი უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება თავის ჯანმრთელობას?

- კოვიდი არ არის 2-კვირიანი ვირუსი. რამდენიმე პროცენტში გვხვდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ სიმპტომებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, აუცილებელია, ექიმის მეთვალყურეობა. და ის მედიკამენტები, რომელსაც იღებდა, შეიძლება საჭირო აღარ გახდეს ამ პოსტკოვიდურ სინდრომის დროს, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობა საჭიროა, პერიოდულად კონსულტაციაზე მივიდეს ექიმთან, უნდა ჩაიტაროს მთელი რიგი გამოკვლევები, რომ ასე ვთქვათ, ბოლომდე გამოჯანმრთელებული იყოს ის ადამიანი.

რამდენიმე პროცენტში, როგორც აღვნიშნე, კოვიდის გადატანის შემდგომ, მთელ რიგ გართულებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ამიტომაც, პაციენტისთვის უმჯობესია, რომ არ მიაყურადოს პოსტკოვიდური სინდრომი და ექიმთან ჰქონდეს კონტაქტი. არანაირი სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ათამდე კორპუსის
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ათამდე კორპუსის
20:15 / 17.04.2021
45 წელია მას, თითოული მატჩის წინ, მინდვრის მოწესრიგება ევალება.
45 წელია მას, თითოული მატჩის წინ, მინდვრის მოწესრიგება ევალება.
15:07 / 17.04.2021
მამაკაცს, რომელიც 2018 წელს, ბანკის ძარცვის მცდელობაში იყო
ბრალდებული, სააპელაციო სასამართლომ
მამაკაცს, რომელიც 2018 წელს, ბანკის ძარცვის მცდელობაში იყო ბრალდებული, სააპელაციო სასამართლომ
21:58 / 16.04.2021
,,ჩვენ ვემსახურებით რაიონს, ქალაქს - არა. ჩვენი კაბელიც დაზიანებული
იყო.
,,ჩვენ ვემსახურებით რაიონს, ქალაქს - არა. ჩვენი კაბელიც დაზიანებული იყო.
21:26 / 16.04.2021
კაბელი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დააზიანეს.
კაბელი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დააზიანეს.
12:41 / 16.04.2021
ვიდეორეპორტაჟი
მტკვრის ხიდიდან უფლისციხის მუზეუმამდე, თითქმის ნახევარ კილომეტრზე, დახლებია ჩამწკრივებული. რამდენიმე რესტორანიც დგას.

მსგავსი სახის პროექტები ქვეყანაში მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევათა რიცხვს შეამცირებს.

,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.