რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებში ქვეყნის განახლების პროგრამა იწყება
ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა, ახალი ინიციატივის წარდგენისას განმარტა, თუ რას მოიცავს პროგრამა.

"ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტების და განსახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.

რა თქმა უნდა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უამრავი ადგილია, რომლებიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩვენი ტურისტებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად, განვითარების პირობების გაუმჯობესება ყველგან, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მლნ ლარს. პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა.

პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება და როგორც მოგახსენეთ, 63 მუნიციპალიტეტში ჩვენ ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" და ასევე მუნიციპალიტეტები.

"პროგრამის დაფინანსება 500 მლნ ლარის ფარგლებში მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.

რაც შეეხება პროგრამას, პროგრამაში და პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონის და მუნიციპალიტეტის ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით და ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბური განახლება.

ჩვენ ამ სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე. ბატონი ირაკლი ქარსელაძე და მისი გუნდი ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ძალიან აქტიურად და მე მინდა მას მადლობა ვუთხრა. ახლა უკვე რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან და თანაბრად, ყველა მუნიციპალიტეტში. ახალი, ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.