რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფელ ფრისიდან გორის სოფელ დიცში ოსი მოქალაქე გადავიდა
82 წლის ვანო საური ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ მან ოკუპირებულ სოფელ ფრისიდან გორის სოფელ დიცში გადასული პიროვნება უშუალოდ ნახა. აღდგომის დღესასწაულზე მომხდარ ინციდენტის შესახებ,სწორედ მან მოგვიყვა.



2 მაისს ვანო საური სოფლის ბირჟაზე იმყოფებოდა, როდესაც უცხო პიროვნება ჟიგულის მარკის ავტომანქანით გამოჩნდა. მანქანიდან უცხო პიროვნება გადმოვიდა და ადგილობრივ მკვიდრებს გაესაუბრა:

,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.ოსსაც აგინებდა და ქართველსაც. ქართულად ლაპარაკობდა. თვითონ რომ არ ეთქვა, ოსი ვარო, ვერც გაიგებდი, რომ ოსი იყო. ცოტა ხანს გაჩერდა აქ. მოატრიალა მერე მანქანა და ისევ იქით წავიდა, ღობისკენ. როგორც მერე გაირკვა, ფრისელი ყოფილა. შეიძლება ერედველიც იყო და ახლა ფრისში ცხოვრობს. ცოლი მყავს ქართველიო, ამბობდა." - იხსენებს ვანო საური.

მისი განმარტებით, სოფლის ბირჟაზე, მასთან ერთად, 4-5 კაცი იმყოფებოდა.

ვანო საურის ნაამბობი არ ჯერავს მის შვილს, ბაჩუკი საურს, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობს. შვილის თქმით, მამამისს არ უნდა დავუჯეროთ. თუმცა, თავად ბაჩუკიც აცხადებს, რომ მან ეს ამბავი ბირჟაზე მოისმინა, ოღონდ მეორე დღეს.

,,მამაჩემი ამ ხნის კაცია და რა იცის მაგან, ვინ იყო, ვინ ნახა. გჯერავთ თქვენ ახლა მაგის ნაამბობის?"" - გვითხრა ბაჩუკი საურმა. ,,ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გამორიცხავს მომხდარი ფაქტის სინამდვილეს, გვიპასუხა, რომ გამოსარიცხი არაფერია:



,,მეც მყავს ნათესავები ცხინვალში. მამიდა და მამიდაშვილები იქით მყავს, მაგრამ მივდივარ? ვერ მივდივად. თუ ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, შეიძლება ნასვამი იყო, აღდგომა დღეს და ტვინი გადაუბრუნდა ვიღაცას."" - აცხადებს ბაჩუკი საური.

ჩვენ ადგილობრივ მკვიდრებს მაშინ გავესაუბრეთ, როდესაც ჩვენი ე.წ. უსაფრთხოებისთვის თანხმლები ქართველი პოლიციელები თვალს მოეფარნენ. ისინი საპოლიციო საგუშაგოდან გამოგვყნენ და ვთხოვეთ, ის ღობე ეჩვენებინათ, რომლის დაზიანებაზეცაა საუბარი.

,,აბა, ამ ღობეს რომელი მანქანა გაანგრევს? ან ვინაა თვითმხილველი სოფელში, რომ იქიდან გადმოსული ვინმე პიროვნება ენახა."" - საუბრობდნენ თავისთვის პოლიციელები. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სოფელში ვერ ვიპოვიდით თვითმხილველს, რადგან მათი აზრით, ასეთი პიროვნება არ არსებობს.

სოფელ დიცს ემიჯნება პატარა ლიახვის ხეობის სოფლები – ერედვი, ბერულა, ფრისი.. მათან, მხოლოდ, ფრისში ცხოვრობს მოსახლეობა. როგორც ვანო საური გვეუბნება, ამჟამად, ფრისში, მხოლოდ ოსები ცხოვრობენ.

,,მაგ სოფელში ცხოვრობდნენ როგორც ქართველები, ისე ოსები. ომის შემდეგ, ქართველები აღარ ცხოვრობენ."" - ამბობს ვანო საური.



სოფლის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივებთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მეზობელი გაგვესაუბრა: ,,ყველაზე კარგად ეს ამბავი იციან იქ რომ რუსები დგანან, იმათ. აქედან რომ წასულა ის ბიჭი, ისევ ის ღობე გაუნგრევია და რუსებს ოთხი ტყვია უსროლიათ და მერე დაუკავებიათ."" - ამბობს ის, თუმცა გადაღებაზე უარი გვითხრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა იმ ადგილზე, რომელსაც რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ.დიცში ოსი მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაციას შსს უარყოფს.

ვანო საური გაკვირვებულია, რომ დღესასწაულზე მომხდარი ამბავი მედიამ ასე გვიან გაიგო. მისი თქმით, პოლიციაც კი არ იყო იმ დროს სოფელში, რადგან მთელი საპოლიციო შემადგენლობა დიცის სასაფლაოზე იცავდა წესრიგს.

კოვიდრეგულაციების დაცვის მიზნით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოზე გასვლა აკრძალული იყო. ამიტომ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა, პოლიციელებს ევალდებოდათ.

დიცის სასაფლაო კი სოფლის შესასვლელში მდებარეობს. ამიტომ, ადგილობრივი მკვიდრნი აცხადებენ, რომ სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ფრისელმა მამაკაცმა სოფელში უპრობლემოდ შეაღწია. არც ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ოსი მამაკაცი შეიარაღებული იყო, არც ვანო საური და არც ისინი, ვისაც ეს ამბავი სხვისგან მოუსმენიათ.

ოსურ მედიაში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება არ გავრცელებულა. არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთა განცხადება.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.