ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე საათში თავიანთ
სახლებში დაბრუნდებიან. მოლაშქრეებს გზა აერიათ და 3 დღის
განმავლობაში გზის გაკვლევას ცდილობდნენ. ისინი გუშინ საღამოს
იპოვეს.
საბოლოოდ, 6 ივნისს მათი ადგილსამყოფელი დადგინდა. 7-დან ორი მოლაშქრე გორის მუნიციპალიტეტიდანაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობდა. მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზა აებნათ. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე წვიმისა და ცუდი ამინდის დროს იცის ძლიერი ნისლი, რის გამოც პროფესიონალებსაც შეიძლება აერიოთ გზა. საბოლოოდ, ახალგაზრდებს აბასთუმნიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაღდათის მხარეს, წაბლანას ტყის ტერიტორიაზე მიაგნეს.
განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც:
,,ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.'' - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გულშემატკივრებს შორის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება გააძლიერეს.
გორის მერის ინიციატივით, მოზარდები ბოშურში პოლიციის თანამშრომლებს შეხვდებიან.
სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა და დამნაშავეს 7000 ლარის ჯარიმა დაუწესა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები