რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ხილის ექსპორტის დაცემა ფალსიფიცირებულ პრეპარატებს უკავშირდება
შიდა ქართლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხილის ექსპორტი თითქმის ნულამდე დაეცა.

ოფიციალურად დადგინა, რომ გასულ 2015 წელს გორისა და ქარელის მოსახლეობამ ხეხილი, პრეპარატების ნაცვლად, ,,ცარიელი წყლით" შეწამლა.

ამის შესახებ საგანგაშო ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობისა და აგრარული კომისიის სხდომაზე ფიტო-სანიტარული სამსახურის უფროსმა დავით გოგინაშვილმა წარადგინა.

,,იცით თუ არა რომ გლეხი რომ ვენახს წამლის, მატლები ხარხარებენ" - ასეთი შეფასება სოფელ ძევერა-ქიწნისის წარმომადგენელმა მერაბ პურიჭამიაშვილმა, ფიტო-სანიტარული სამსახურის წარმომადგენლის მოხსენების შემდეგ, გააკეთა.

დავით გოგინაშვილის თქმით, შიდა ქართლში ხილის დაბალი მოსავლიანობა, სწორედ, ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოყენებამ გამოიწვია.

ლაბორატიული შემოწმების შედეგად პრეპარატები: - ,,კავანჩა" და ,,სანსირო" - ფალსიფიცირებული აღმოჩნდა.

,,შეიწამლა ხილი, ბოსტანი, მაგრამ არანაირი შედეგი" - განაცხადა მან.

აღნიშნული პრეპარატები საქართველოში თურქეთიდან შემოდის. იმპირტიორი კომპანიები შეკვეთებს, სწორედ, ამ ქვეყნებში არსებულ პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს აძლევენ. შემდეგ, დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა მაღაზიებში, მათ შორის, გორსა და ქარელში ახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაჯარიმდა იმპიორტირები, თუმცა მაღაზიის მეპატრონეების ბრალეულობა არ გამოიკვეთა.

საკრებულოს წევრმა თემურ აფხაზაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევის გამოვლინების დროს, კანონი უნდა გამკაცრდეს.

,,ეს დანაშაული მკვლელობას უნდა უდრიდეს. ეს არის დიდი ბოროტება" - აღნიშნა აფხაზაშვილმა, ,,ქართული პარტიიდან"

დავით გოგინაშვილი ამბობს, რომ სულ 16 სახეობის პრეპარატი შემოწმდა. მათთან საგანგაშო დასკვნა, ლაბორატორიიდან, მხოლოდ ორზე მოვიდა. მოსახლეობა კი ძირითადად ,,კავანჩას" და ,,სანსიროს" იყენებს.

ფიტო-სანიტარულ სამსახურს გასულ წელს 16 პრეპარატის ნიმუშის აღების გეგმა ჰქონდა. უწყებას უფრო მეტ პრეპარატზე მონიტორინგის განხორციელების ფინანსური საშუალება არ აქვს.

,,თუ შემოვიდა ქვეყანაში 200 სახეობის პრეპარატი და შემოწმდა 16 პრეპარატი, ეს რა მიდგომაა? სახელმწიფო მიდგომა უნდა შეიცვალოს" - ამბობს საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი, ,,თავისუფალი დემოკრატებიდან".

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თემურ გიგუაშვილის ინიციატივით უახლოეს ხანებში, საკრებულოს წევრების მიერ, სპეციალური მიმართვა მთავრობის სახელზე მომზადდება.

მიმართვის მიხედვით, მთავრობამ საბაჟოებზე შემოსული პრეპარატების შემოწმების ვალდებულება უნდა აიღოს, ხოლო კანონი გამკაცრდეს.

საკრებულოს სოფლის მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მერაბ მელანაშვილის განცხადებით, დანაშაულს, ძირითადად, იმპორტიორი კომპანიები ჩადის, რადგან, ფალსიფიცირებულ პრეპარატებზე შეკვეთას ისინი ახორციელებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.