რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეურაცხყოფის შემდეგ გორის მე-5 სკოლის დირექტორი თანამდებობას ტოვებს
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, დირექტორმა, თანამდებობის დატოვების შესახებ, განცხადებით განათლების სამინისტროს უკვე მიმართა.

ზურაბ ქარელმა 5 ივლისს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას ჰომოფობიური კომენტარით უპასუხა. ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს'' - ასეთი კომენტარი დაურთო ელჩების განცხადებას. სხვათა შორის, ზურაბ ქარელი იმ სკოლის დირექტორი იყო, რომლის რეაბილიტაცია აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ასეთი იყო:

,,ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.''

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა ,,ღირსების მარშის'' საწინააღმდეგო აქცია, სადაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზურაბ ქარელი, გორის მე-5 სკოლის დირექტორად დაინიშნა 2018 წლის ოქტომბერში. ის 2016 წელს, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013-2016 წლებში მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.

,,ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რიგ მათგანს სისტემური/განმეორებითი ხასიათი აქვს და თანხების რაიციონალური ხარჯვის პრინციპს არღვევს, მიუთითებს იმაზე, რომ რესურსცენტრის უფროსი ვერ უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობისა და სათანადო ხელმძღვანელობას" - აღნიშნულია დასკვნაში.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მე-5 სკოლის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ქარელი, რომელიც რესურსცენტრიდან დარღვევების გამო გაათავისუფლეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.