რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,რომ არა თქვენი რედაქცია, ძალიან დავიჩაგრებოდი'' - სასულიერო პირი გორის ეპარქიის განცხადებას ეხმაურება
,,რომ არა qartli.ge-ს რედაქცია, ძალიან დავიჩაგრებოდი'' - განაცხადა თბილისის ივანე მხედრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გრიგოლ გოგიჩაძემ. ის გორის ეპარქიის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით,  მედია საშუალება ეკლესიას ებრძვის.

,,გავეცანი ყურადღებით გორის ეპარქიის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ qartli.ge ახლაც და ადრეც ებრძვის ეკლესიას. აქ არ არის ყურადღება გამახვილებული კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა ეს ბრძოლა, მაგრამ ვინაიდან წლების განმავლობაში, რედაქცია აშუქებდა ჩემსა და ეპარქიის წინამძღვარს შორის არსებულ სიტუაციას, ამიტომ მიზანშეწონილად ვთვლი, რომ გამოვეხმაურო ამ განცხადებას. თანაც ამ ეპარქიაში ვცხოვრობ. ამ რედაქციას უდიდესი წვლილი აქვს იმ მოვლენების სწორად გაშუქებაში, რასაც ადგილი ჰქონდა ჩემსა და მეუფეს შორის, წლების განმავლობაში. ახლა არ დავიწყებ ამის განხილვას, მაგრამ ღმერთმა ყველას თავისი მიუზღვა, ვინც რას იმსახურებდა. იმ მოვლენებს, ვინც სწორად აშუქებდა, ვარიანის მოვლენებს, გმირები არიან. ფინანსურად ყველაზე ძლიერ მედიებსაც კი უჭირდათ მოვლენების სწორად გაშუქება, თუმცა ეს ამ პატარა რედაქციამ შეძლო.''

,,რომ არა ეს რედაქცია, მე ძალიან დავიჩაგრებოდი; 1 ჰა მიწის გამო, დამიპირისპირდა მეუფე. ეს მიწა იყო ჩემი, ვეწეოდი მეურნეობას, თუმცა, რომ არ დავთმე, შემიქმნეს პრობლემები, დამიწვეს ფერმა, სახლი, დამიმტვრიეს მანქანა. სიუჟეტებში დაფიქსირებული იყო როგორც ჩემი პოზიცია, ასევე ეპარქიის პოზიცია. ასევე, ბევრი იმ ადამიანის, ვინც მე მიდგა მხარში და იმათიც, ვინც მე მეწინააღმდეგებოდა სოფელში. ისე იყო წარმოჩენილი სიტუაცია, რომ თითქოს მთელი სოფელი მიპირისპირდებოდა, მაგრამ რეალურად რაც ხდებოდა, ამ რედაქციამ აჩვენა.''

მე მადლიერებით მოვიხსენიებ ამ რედაქციის ჟურნალისტებს, ვუსურვებ ხანგრძლივ მუშაობას, რადგან ისინი გაჭირვებული ადამიანის გვერდით დადგნენ და ყოველთვის ასე გააგრძელონ; მეორე აზრი ყოველთვის უნდა არსებობდეს. ჩვენ, ეკლესიას კი არ გვებრძოდა, არამედ მიგვითითებდა ხარვეზებზე. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ტელეარხმა ძალიან ცუდად გააშუქა ჩემი ამბავი, მაგრამ მე მას არ ვეტყვი, რომ ის ეკლესიას ებრძვის, პირიქით, ვცდილობ, ყოველი დღესასწაული მივულოცო და ვუგზავნი შეტყობინებებს. არ უნდა მივცეთ საბაბი იმ ადამიანებს, ვინც შემდეგ ჩვენი წახალისებით ავნებს ჟურნალისტს. ამიტომ, დიდი სიყვარულით გავიხსენებ და მოვიხსენიებ qartli.ge-ს, რომელიც უანგაროდ დაუდგა გვერდით სიმართლეს'' - განაცხადა სასულიერო პირმა.

გორის ეპარქიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელიც გორის პანთეონში არსებულ სიტუაციას ეხებოდა. ეპარქიის სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გორის პანთეონთან დაკავშირებით გაშუქებული ამბავი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც qartli.ge დიდი ხანია, მიზანმიმართულად ან ირიბად აწარმოებს.

რაც შეეხება ვარიანის მოვლენებს, მამა გრიგოლისა და ეპარქიის წინამძღვარს შორის არსებული დაპირისპირება, რაც თითქმის 10 წელი გაგრძელდა, საბოლოოდ, შერიგებით დასრულდა. ის ვარიანელები, რომლებიც სასულიერო პირს, ვარიანში მცხოვრებ მამა გრიგოლ გოგიჩაძეს უპირისპირებოდნენ, მას შეურიგდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
,,ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

,,ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

18:18 / 16.04.2024
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.