ახალი ამბები
წელს ვაშლის მოსავალი მცირეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

„დაახლოებით ერთ თვეში, ვაშლის მოსავლის აღება დაიწყება; გადამმუშავებელი საწარმოები მზადყოფნაში არიან; ყველა საწარმო გამართულია; წელს ვაშლის მოსავალი მცირეა. ვფიქრობთ, იმ სქემით, რომლითაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მოხდება, კმაყოფილი იქნებიან როგორც ფერმერები, ისე
გადამმუშავებელი სექტორი”, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აქტიურად ემზადება ვაშლის მოსავლის აღებისთვის.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანია, დაუბინავებელი არ დარჩეს პროდუქტი და ფერმერებმა შემოსავალი მიიღონ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს
გვიან საღამოს გავრცელა.
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გვიან საღამოს გავრცელა.
23:26 / 28.11.2021
ვიდეორეპორტაჟი

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
,,უფროსს ვუთხარი შენი წყლის ამბავი, მაგრამ ესე მითხრა – წელს ვერ მოესწრებაო
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
გვერძინეთი (PHOTO/VIDEO)
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.