რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში, სადაც ჟანგბადის ქარხანა 2020 წელს ააშენეს, კვლავ ჟანგბადის ბალონებს ითხოვენ
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია 3 მლნ ლარს ითხოვს, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აპარატურას გამარტივებული წესით შეისყიდის.

ამის შესახებ ოფიციალური წერილი 20 აგვისტოს შესყიდვების სააგენტოში გაგზავნეს.

ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის წერილის მიხედვით, სამხედრო ჰოსპიტლის წინაშე მწვავე პრობლემად დგას პაციენტების ჟანგბადით, სამედიცინო აპარატურითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან არსებული აღჭურვილობა არ არის საკმარისი პაციენტების გაზრდილი ნაკადის მომსახურებისთვის.

მკურნალობის ერთ-ერთ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს სუნთქვითი პარამეტრების სტაბილიზაცია, ვინაიდან ძირითადი ჩივილები მოიცავს სუნთქვის მზარდ უკმარისობას.

ჟანგბადის გაზრდილი მოხმარების გამო ჟანგბადის კონცენტრატორი მუშაობს სრული დატვირთვით, რაც პერიოდულად იწვევს მის ავარიულად გაჩერებას და ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას პაციენტებისთვის.

,,გვსურს განმარტოთ, რომ დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 24 აგვისტოს გაავრცელა. 

2020 წლის 9 ოქტომბერს, გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი ჟანგბადის ქარხნის დამონტაჟების შესახებ. ამისათვის 372 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ოქტავუსმა"" აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ დანადგარს ორ თვეში დაამონტაჟებდა.

გორის ჰოსპიტალში ჟანგბადის ქარხანის მშენებლობა 2020 წლის 9 დეკემბერს დასრულდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა გამოიმუშავებს არანაკლებ 52 მ³/სთ-ში. ქარხნიდან ჟანგბადის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში (ელ. ენერგიის შეწყვეტის ან 90%-ზე ნაკლები ჟანგბადის კონცენტრაციის შემთხვევაში), სისტემა ავტომატურად გადაირთვება ჟანგბადის ბალონებზე.

ჰოსპიტალი, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პერიოდში, კოვიდცენტრად 2021 წლის 16 აგვისტოდან გადაკეტდა. აქ საწოლფონდი (170 საწოლი) ამჯერად მხოლოდ კოვიდპაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა,
დაშავდა 3 ადამიანი.

აგარა - ხაშურის მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი.

13:30 / 28.08.2026
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე
გავიდეს.
გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე გავიდეს.
11:12 / 28.08.2026
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული
აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული
დემონსტრანტები.
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები.
10:18 / 28.08.2026
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები
დარჩა.
ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დარჩა.
18:06 / 24.08.2026
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის
წარმომადგენელი ხელს აწერდა
გორის სოფელში მიწების უკანონო რეგისტრაციაზე გორის მერიის წარმომადგენელი ხელს აწერდა
16:00 / 24.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.