რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გამორჩეული სურამელი ქალი - 100 წლის ელენე ასანიძე, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა
ელენე ასანიძეს, რომელიც წელს 100 წლის გახდა, კორონავირუსი 2021 წლის პირველ აგვისტოს დაუდასტურდა და იმდენად სუსტად იყო, რომ მეორე დღესვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მკურნალობის ათდღიანმა კურსმა შედეგი გამოიღო და მალევე საკუთარ კერას დაუბრუნდა.

მეუღლე 2005 წელს 86 წლის ასაკში ინსულტით გარდაეცვალა. ჰყავს 4 ქალიშვილი. კოვიდთან შეხვედრამდე ერთ-ერთ ქალიშვილთან სურამში ცხოვრობდა. თუმცა ახლა, როცა მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მისი ოთხივე ქალიშვილი მასთან ერთად არის.

Qartli.ge ნაილი ტაბატაძეს დედის ამჟამინდელ მდგომარეობასა და საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე ესაუბრა.


ფოტოზე: ელენე ასანიძე ,,გორმედში'' გაწერის დღეს

,,თავიდან ჩემს დას შეხვდა, რომელთან ერთადაც დედა სურამში ცხოვრობს. 31 ივლისს ჩემს დას დაუდასტურდა. 1 აგვისტოს დედაჩემს. 2-ში უკვე დედა ,,გორმედში’’ გადაიყვანეს.

მაღალი სიცხეები დაეწყო. ახველებდა. ძალა აღარ ჰქონდა. მოწყვეტილი იყო. საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ,,კა-ტე’’ არ გადააღებინა. არ ჩერდებოდა, მაგრამ რენტგენზე ფილტვების დაზიანება მაინც გამოჩნდა.

მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან კარგად უვლიდნენ. მე ვკითხე საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ და სწორედ ასე მითხრა. თავისი ხელით აჭმევდნენ ექთნები. ეს იქიდანაც ჩანს რომ 12 დღე იყო საავადმყოფოში და ნაწოლები არ გასჩენია.

12 აგვისტოს გამოწერეს. ხველა ისევ აქვს, მაგრამ უკეთესად არის. დანიშნულებაც გამოგვატანეს. წამლებს ვასმევთ, საჭმელს კარგად ჭამს, ყველანაირად ხელს ვუწყობთ.’’

ნაილი დედის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვიყვება, რომ თავს სუსტად გრძნობს და ძირითადად წევს.

,, საერთოდ, დიდად არ გვეკონტაქტება, ძირითადად წევს. ზოგადი სისუსტე აქვს. დედაჩემს კოვიდამდე არაფერი აწუხებდა, ძალიან ჯანმრთელი ქალია, ერთ წამალსაც კი არ სვამდა.’’ - იხსენებს ნაილი ტაბატაძე.


ფოტოზე: ელენე ასანიძე მეუღლესთან ერთად

ვთხოვეთ ცოტა რამ წარსულიდანაც გაეხსენებინა. აღმოჩნდა რომ ელენე ასანიძე დაახლოებით 50 წელი სურამის მე-3 სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

,,დედაჩემი დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო სურამის მე-3 სკოლაში. დაახლოებით 50 წელი იმუშავა პედაგოგად. ოთხივე დამ სურამში დავამთავრეთ სკოლა. შემდეგ თბილისში მივიღეთ უმაღლესი განათლება და იქ დავოჯახდით.


ფოტოზე: ელენე ასანიძე მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად

დედა ძალიან სტუმართმოყვარე იყო. ყოფილა შემთხვევა, მამაჩემი ექსკურსიაზე იყო სამსახურიდან და მთელი ავტობუსი სტუმრები მოუყვანია. ერთ საათში ისეთი სუფრა გაუშლია დედაჩემს, დღემდე ახსოვთ და ასეთი დაღლილი კიდევ სტუმრებთან ერთად ცეკვავდა და მხიარულობდა.

დედა წარმოშობით ჭიათურიდან არის, სოფელ კალაურიდან. მას ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა, თუმცა მხოლოდ დედა და მისი ერთადერთი ძმა დარჩნენ. დანარჩენები გაურკვეველი მიზეზით იღუპებოდნენ.’’ - იხსენებს ნაილი ტაბატაძე.


ფოტოზე: ელენე ასანიძე  4-ვე ქალიშვილთან ერთად

მან ასევე გვითხრა, რომ ელენე ასანიძეს ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორის არიან ნათელა და ლიანა დავითიანები, რომლებიც არიან ავტორები წიგნისა ,, სურამის გამოჩენილი ქალები’’ და მათ შორის არის ნახსენები ელენე ასანიძეც.

,,მათ დაწერეს წიგნი ,,სურამის გამოჩენილი ქალები’’, მათ შორის არის ნახსენები დედაჩემიც. სასიგნალო ეგზემპლარი გამოსულია, მაგრამ ჯერ ჩვენამდე არ მოსულა .’’
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.