რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
საზოგადოებრივი განგაშის შემდეგ კანალიზაციის გაწმენდა დაიწყეს
დღეს, გორის ცენტრალურ უბანზე, ე.წ. ასბინიანი კორპუსის ეზოში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ეზოში მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,გორის დარბაზის" ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ხმაური ატყდა.

,,10 დღეა ამოდის კანალიზაცია. ამოსულმა ფეკალიების მდინარემ ეზოს გავლით, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს და სადაც ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში ბავშვები დადიან, გადაინაცვლა ამილახვრის ქუჩაზე მე-3 სკოლის წინ; სადაც ასევე უამრავი ბავშვი დადის და უკვე რუსთაველის ქუჩამდე ჩააღწია. კიდევ კარგი ზამთარია და ეპიდემია არ ჩნდება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულამდე არავინ ჩანს მიმხედი"- ეს პოსტი კორპუსში მცხოვრებმა გოგა კიკნაძემ 23 იანვარს გამოაქვეყნა.

მანამდე, 21 იანვარს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა.

პრესსამსახურმა ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამსახურს მიაწოდა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ სამუშაოები კორპუსის ,,ამხანაგობის" გასაკეთებელი იყო.

,,ვინაიდან, სისტემა არ წარმოადგენს მერიის საკუთრებას, ამ შემთხვევაში სამუშაოები ან თავად ,,ამხანაგობამ" უნდა აწარმოოს, ან კიდევ თანადაფინანსების მოთხოვნით, განცხადება უნდა შემოიტანონ" - გვითხრა 21 იანვარს პრესსამსახურმა.

დღეს კი სამუშაოს დაწყების შესახებ გორის მერიას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აცნობა. ნათია ხაჩიურის თქმით, მერიის თანამშრომელმა წყალმომარაგების კომპანიას აცნობა და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

გადაუდებელ შემთხვევაში ,,ამხანაგობის" იმედად ყოფნას არ ამართლებს ,,გორის დარბაზის" ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი. მისი თქმით, მერიამ კონკრეტული გეგმა, მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, დაიწუნა.

,,ასეთი ავარიების აღმოფხვრა ამხანაგობების მეშვეობით არაეფექტურია. ზუსტად ამაზე იყო აგებული ჩვენი ბიზნეს-გეგმა, რომელიც, სამწუხაროდ, დაიწუნა მერიამ და რაზედაც ველოდებით საიას დასკვნას, რამდენად ობიექტურად იყო მიღებული გადაწყვეტილება." - აცხადებს თამაზ მაყაშვილი.

რაც შეეხება ავარიულ შემთხვევებს, მსგავსი ფაქტის შემთხვევაში წყალმომარაგების კომპანიაში მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ, შემდეგ ნომერზე: (032) 293 00 00
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.