რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ქარელში ,,ქართული ოცნების'' ოფისის მეორე სართულიდან ,,მთავარი არხის'' ოპერატორი გადმოაგდეს
ქარელში ,,ქართული ოცნების'' ოფისის მეორე სართულიდან ,,მთავარი არხის'' ოპერატორი გადმოაგდეს

ინფორმაციას ,,მთავარი არხი'' ავრცელებს.

მათი ცნობით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა. ჟურნალისტები სიუჟეთის გასაკეთებლად მივიდნენ.

"ქარელში ჩვენი ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მისი მდგომაროება მძიმეა. ეს არის რაც ამ წუთებისთვის ვიცი", - თქვა არხის წამყვანმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში.

ოპერატორს, ლევან აბლოთიას ქარელის საავადმყოფოს ექიმები კვლევებს უტარებენ.

ქარელის კლინიკის პრეს-სამსახურის ცნობით, დაშავებულ ოპერატორის ექოსკოპიისა და რენტენგის პასუხები ჯერ არაა ცნობილი. ,,როგორც ექიმები აცხადებენ, სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება. ამჟამად, უტარდება დამატებითი კვლევები'' - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

ოპერატორი, ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად, ქარელის მერობის კანდიდატთან, ზაზა გულიაშვილთან შეხვედრას აპირებდა.

,,"გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ". - აცხადებს ბექა ყორშია.

ქარელში მომხდარ ინციდენტის შესახებ, ,,ქართული ოცნების'' მთავარ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ქარელის შტაბის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, განაცხადა:

,,ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, კითხულობდა ,,ჩლიქოსანს'' - ასე მოიხსენიებდა მერობის კანდიდატს. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან, იყო სიტყვიერი დაპირისპირება. უკანა სვლით მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას. კიბის მოაჯირს წამოედო და დაეცა კიბის ზედა საფეხურზე. ეს არ იყო მაღალი სიმაღლიდან ვარდნა. არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.'' - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის თქმით, ოპერატორს ერთ-ერთი ზონის კოორდინატორი ეუბნებოდა, რომ ნუ უღებდა. ოპერატორი უკანა სვლით მიდიოდა და პატარა მოაჯირის წყალობით უკან გადავარდა.

ქარელის საავადმყოფოში დაშავებული ოპერატორი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოინახულა. შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ჟურნალისტი ხელით აწიეს და გადმოაგდეს.


ფოტოზე: ქარელის ,,ქართული ოცნების'' ოფისი

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი
კი მისი ოჯახის წევრებს

9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს

14:13 / 09.12.2024
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები
იმართება.

28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.

18:01 / 08.12.2024
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
00:05 / 08.12.2024
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
18:15 / 02.12.2024
ამის შემდეგ გადაინაცვლეს წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე
მდებარეობს ,,ქართული ოცნების''

ამის შემდეგ გადაინაცვლეს წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე მდებარეობს ,,ქართული ოცნების''

18:05 / 01.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.