რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,გორჯი'' – ვაშლის წარმოება პანდემიისას


მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია მსოფლიო პანდემია მძვინვარებს, გორის ვაშლის მწარმოებლებისთვის მუშაობაში ხელი არ შეუშლია. საწარმოში დამონტაჟებული ახალი დამხარისხებელი ხაზი და სამაცივრე მოწყობილობა საშუალებას იძლევა, დასაქმებულები ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტის გარეშე იმუშაონ.

ეს დამხარისხებელი ხაზი საწარმომ აშშ-ს განვითარების სააგენტო USAID-ის და ბაზისბანკის მხარდაჭერით შეიძინა. გორში მდებარე საწარმოს, სახელად „გორჯი“, ვაშლი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„ამ სახელწოდებაში რამდენიმე სიტყვის თამაშია“, — გვეუბნება ზურაბ გოჯიაშვილი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში არსებული, ფაქტობრივად, ვაშლის ყველაზე დიდი საწარმოს გასაცნობად დრო დაგვითმო. ჩვენი ვიზიტის დროს, ზურაბს არაერთხელ დაუკავშირდნენ ახლობლის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კორონავირუსით იყო დაავადებული. მიუხედავად ამისა, საწარმოს გაცნობის შესაძლებლობა მოგვცა.

ზურაბ გოჯიაშვილი პროფესიით ექიმია. 1990-იან წლებში პროფესიას თავი მიანება, მეგობრებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. წლების განმავლობაში მუშაობდა მაგთიკომში, საბოლოოდ კი სოფლის მეურნეობის სფეროში გააგრძელა საქმიანობა.




მან და მისმა პარტნიორებმა მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 2007 წელს შეიძინეს. თავდაპირველად, მარცვლეული კულტურების მოყვანა გადაწყვიტეს.

„დავთესეთ საშემოდგომო ხორბალი. 2008 წლის აგვისტოში უკვე უნდა მიგვეღო მოსავალი, მაგრამ აგვისტოში იცით, რაც მოხდა,“ — იხსენებს ზურაბ გოჯიაშვილი.

ომის გამო მოსავალი ვერ მიიღეს. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ მხოლოდ მარცვლეულ კულტურებზე დამოკიდებულება დიდ რისკს წარმოადგენდა.

„იმ პერიოდში გორში გავიცანით აგროკომის წარმომადგენელი, რომელმაც გვირჩია, რომ გვეფიქრა ბაღის გაშენებაზე. გაგვაცნო კიდეც ის მოდელი, რომლის განხორციელება მაშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა,“ — ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

როგორც ჩვენს მასპინძელმა აგვიხსნა, იმ წლებში რთული იყო კრედიტის აღება — განსაკუთრებით იმიტომ, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყო.



„ბაღის გაშენებაზე ფიქრი აქტიურად მაშინ დავიწყეთ, როდესაც ქვეყანაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ამოქმედდა. ეს იყო 2013 წელს. 2014 წელს დაემატა ახალი კომპონენტი, რომელიც ბაღებს შეეხო,“ — ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.

პარტნიორებმა პროგრამის ფარგლებში ბაღის გაშენება ბაზისბანკთან ერთად დაიწყეს.

პირველ ეტაპზე ბაღი დღევანდელი სახით არ გამოიყურებოდა:
„ეს იყო ხეზე დამაგრებული ნერგები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კი არ გვქონდა დამონტაჟებული. თავდაპირველად ბაღი გავაშენეთ — სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანის რეკომენდაციის გათვალისწინებით,“ — იხსენებს ბაღის მეპატრონე.

მაშინ ბაღის მფლობელები ფიქრობდნენ, რომ ნერგები უფრო ფართო მანძილზე უნდა გაეშენებინათ, რათა სეტყვის შემთხვევაში ზარალი ნაკლები ყოფილიყო.
„თუმცა ერთ წელს მოვიდა სეტყვა, რომელიც 12-კილომეტრიან ფრონტზე გაიშალა და ფაქტობრივად ხეებიც აღარ დაგვიტოვა. ამიტომ აუცილებელი გახდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი,“ — გვითხრა ზურაბ გოჯიაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი საქმიანობის დაწყებისას გადამწყვეტია სანდო პარტნიორის პოვნა.

„წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი პარტნიორი ბაზისბანკია. ამ ბანკს ჯერ კიდევ მაშინ ვიყენებდი, როცა სოფლის მეურნეობაში არანაირ საქმიანობას არ ვეწეოდი — ჩემი პირველი ანგარიშიც სწორედ ამ ბანკში მქონდა გახსნილი,“ — ამბობს გოჯიაშვილი.

ამჟამად, „გორჯის“ მეპატრონეებისთვის მთავარი საზრუნავი მუყაოს ყუთებია, რომელთა საშუალებითაც პროდუქტი ევროპის ბაზარზე უნდა გაიტანონ. როგორც ზურაბ გოჯიაშვილი ამბობს, მუყაოს ყუთების წარმოება ქვეყანაში ახლა იკიდებს ფეხს და ამ მიმართულებით ისინი ძეგვის ქარხნის წარმომადგენლებთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
23:34 / 08.10.2025
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ
ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
00:00 / 01.10.2025
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა
ატრაქციონები,
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა ატრაქციონები,
01:51 / 26.09.2025
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
"ფერმასა და ჩანგილარში წყლის მარაგი დღე-ღამეში 300 ტონა იქნება,"
01:49 / 22.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.