რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მილიარდობით ლარი და ონლაინ-თამაშებში ჩართული 400 000 მოქალაქე
საქართველოში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 2 მილიარდ ლარს აღწევს.

ამის შესახებ სტატისტიკას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის სპეციალისტებმა აზარტული თამაშების რეგულირების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყეს.

ინიციატივის ძირითად არსს ფულის მოძრაობის გამჭვირვალე სისტემის შექმნას წარმოადგენს.

ამით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, აზარტული თამაშების რეგულირების წესის შემოღების მოთხოვნის შესახებ, საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურნენ.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვების ზრდის ტემპის შესახებ ოფიციალური მონაცემები, :

2011 წელი – 366 მილიონი ლარი;

2012 წელი – 996 მილიონი ლარი;

2013 წელი – 1.213 მილიარდი ლარი;

2014 წელი – 2.032 მილიარდი ლარი;

2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით – 1.353 მილიარდი ლარი.

ასოციაციის მიერ ჩატარებული მოკვლევით, მხოლოდ ონლაინ–თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული.

,,კონკრეტული პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ ხდება მოთამაშის სრულყოფილი იდენტიფიცირება, არ ხდება მოთამაშის შემოსავლების ანალიზი, არ ხდება სათამაშო ბიზნესის ბრუნვების სრულყოფილი ანალიზი, არ არსებობს ბრუნვების დათვლის სრულყოფილი მექანიზმი, არ ხდება დარგის განვითარების ეკონომიკური მიზანშეწონილობის გააზრება, არ ხდება პრობლემის სოციალური სიმწვავის სრულყოფილად გააზრება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ.

ასოციაციამ წარმოადგინა საკუთარი ხედვები იმის შესახებ, თუ რა ფისკალური და ეკონომიკური ეფექტი აქვს აღნიშნული თამაშების წახალისებას ეკონომიკაში, ,,აფბას” ანალიტიკოსის განცხადებით, ასეთი ეფექტები ნულოვანია.

„სათამაშო ბიზნესი სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ანუ ეს სფერო ბიუჯეტში იხდის მხოლოდ მოსაკრებლებს (5 წელიწადში ერთხელ), ხოლო ონლაინ–თამაშების ორგანიზებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ–თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს, ანუ ონლაინ–თამაშებიდან ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის.

ვინაიდან აზარტული თამაშები ონლაინ–სივრცეში მაქსიმალურად ადაპტირებული გახდა, გაიზარდა მისი ხელმისაწვდომობა. ეს ნიშნავს, რომ ამ სექტორში გადადის ისეთი ფინანსური რესურსები, რომელიც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ბიზნესის სხვა სექტორებში წავიდოდა. აზარტული თამაშები, თავისი არსით, არის გასართობი ბიზნესი, მის მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდით და ფაქტობრივი წახალისებით, ამ ბიზნესში მიდის ისეთი ფული, რომელიც, ეკონომიკური ლოგიკით, არ შეიძლება, რომ გასართობ ბიზნესში წასულიყო. შესაბამისად, ირღვევა ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი, ვინაიდან ისეთი ფული, რომელიც უნდა წასულიყო ჩვეულებრივ სამომხმარებლო ბაზარზე, ვარდება ეკონომიკიდან და ილექება, გაურკვეველი წარმოშობის ბიზნესსუბიექტების ანგარიშებზე“, – აცხადებენ ასოციაციაში.

აფბას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკითხს აქვს სოციალური მხარეც.

„ვინაიდან ონლაინ–თამაშებში მასობრივად ჩართულია ინტერნეტთან ადაპტირებული ახალგაზრდობა და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები და ეს კატეგორია დღის ძირითად ნაწილს ატარებს ონლაინ–თამაშებში, ვთვლით, რომ ეს ადამიანები კარგავენ განათლების, უნარ–ჩვევების ამაღლების და, ზოგადად, განვითარების ინტერესსს. შესაბამისად, ეს ადამიანები ვარდებიან ეკონომიკური განვითარების ციკლიდან. ისინი კარგავენ განვითარების შანსს. შესაბამისად, იქმნება არარეალურ მომავალზე ორიენტირებული სოციალური ჯგუფი. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეკონომიკაში და ზოგადად ქვეყანაში ასეთი, სამწუხაროდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობა ამწვავებს ისედაც რთულ სოციალურ ვითარებას.

– ზოგადად, აღიარებულია, რომ აზარტული თამაშები პოპულარულია დაბალი სოციალური მდგომარეობის მქონე საზოგადოებებში, ანუ საზოგადოება აზარტულ თამაშებს უყურებს არა გართობის, არამედ გამდიდრების საშუალებად. ასეთი ადამიანებისთვის წაგებაზე ორიენტირებული საქმიანობის შეთავაზება, ამ ადმიანების ურთულეს მდგომარეობაში ჩაყენებას იწვევს და არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამწვავებს.

– ონლაინ–თამაშების სპეციფიკა გულისხმობს, რომ აზარტულ თამაშებში მასობრივად არიან ჩართულნი არასრულწლოვანები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სარეკლამო კანონმდებლობა, რაც თავისუფლად უშვებს, განსაკუთრებით ონლაინსივრცეში, არასრულწლოვანებისთვის წამახალისებელი ვიდეორგოლებისა თუ სხვა ტიპის სარეკლამო მასალების მიწოდებას. ასევე, ონლაინ–თამაშებში რეგისტრაციის უაღრესად გამარტივებული პირობები პრაქტიკულად არ ზღუდავს არასრულწლოვანების მონაწილეობას აზარტულ თამაშებში“.

აფბას ანალიტიკოსის ზურა კუკულაძის განცხადებით, ონლაინ–თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

„დღეს არსებული პრაქტიკით, ინტერნეტ–კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას დარეგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემებით, ან სხვა პირის მონაცემებით.

FATF-ის და MONEYVAL-ის რეკომენდაციები სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უკავშირდება, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების რისკის მატარებელია. დღეისათვის, ონლაინ კაზინოს ანგარიშები, ფაქტობრივად, ფულის მიმოქცევის უკონტროლო არხებია“, – ამბობს კუკულაძე.

ასოციაციაში ამბობენ, რომ აზარტული თამაშების რეგულაციების კონცეფციაზე მუშაობენ და კონკრეტულ წინადადებებს საზოგადოებას, დააახლოებით, 20 დღეში შესთავაზებენ. აფბა დარგის განვითარების სრულ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, რომელსაც აუცილებლად მიეცემა საკანონმდებლო ინიციატივის სახე.

„მიმდინარე ეტაპზე, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ძირითადი ინიციატივები შეეხება მოთამაშის მკაცრ იდენტიფიკაციას, წაგების ლიმიტების დაწესებას, მოთამაშეთა ერთიანი ბაზისა და სისტემაში ფულის მოძრაობის გამჭვირვალე სისტემის შექმნას“, – ამბობს კუკულაძე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.