ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოოს, მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში, მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.
ვინ მიიღებს მთავრობისგან საპენსიო დანამატს?

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პენსიონერები, რომლებიც 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მთავრობისგან ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით საპენსიო დანამატს მიიღებენ.
როდის და როგორ მიიღებთ საპენსიო დანამატს?
საკოორდინაციო საბჭოს დადგენილება 8 ნოემბერს შევიდა ძალაში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე აცხადებს, პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავს 8-15 ნოემბერს, დანამატის მიმღებ ადამიანთა მონაცემები მომსახურების სააგენტოს 15 ნოემბრის დღის ბოლოს გადაეცემა. 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხებათ 200 ლარი. დაანგარიშების მომდევნო თარიღი 1 დეკემბერი იქნება. რაც შეეხება 60-დან 65-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა მათგანის სახელზე სოციალური ანგარიში გაიხსნება. ამრიგად, 60-65 წლის მამაკაცები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ კამპანია 31 დეკემბრამდე გრძელდება და თარიღები საახალწლო დასვენების დღეებს ემთხვევა, 28-29-30-31 დეკემბერს აცრილი მოქალაქეები საპენსიო დანამატს უკვე 2022 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებენ.
რა ხდება, თუ ერთი დოზით უკვე აცრილი ხართ, ან ე.წ. ბუსტერ დოზას იკეთებთ და 60 წლის ან მეტის ხართ
60 წლის ან ზემოთ მოქალაქე, რომელიც უკვე აცრილია პირველი დოზით ან სრულად ვაქცინირებულია და „ბუსტერ დოზას“ იკეთებს, ერთჯერად დანამატს ვერ მიიღებს. 200 ლარს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება.
საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის 796 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, მათგან ორი დოზით აცრილია 276 678 ადამიანი, ანუ 34,7%. მაშინ როცა საპენსიო ასაკის ადამიანები პანდემიის პერიოდში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, მათგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინირებული არ არის. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნულის გამო არის ჩვენს ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი.
საქართველოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის", „სინოვაკისა" და „სინოფარმის" ვაქცინებით.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები