რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ამ პირობებში, რაც ამდენი აუცრელი გვყავს ქვეყანაში, შედეგიც იცით ლეტალობის - ხათუნა შრუბი
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ვირუსის მე-5 ტალღა მძიმედ მიმდინარეობს ჩვენს რეგიონშიც. სწორედ შიდა ქართლის საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობაზე ჩავწერეთ ინტერვიუ გორმედის კლინიკის ხელმძღვანელთან, ხათუნა შრუბთან, რომელმაც გადაცემა ,,ქართლის სტუდიაში’’ ისაუბრა.

• ქალბატონო ხათუნა, როგორი სიტუაციაა გორმედის კლინიკებში? როგორც ჩვენმა მაყურებელმა იცის გორმედს ფილიალები აქვს ქარელსა და ხაშურშიც.

• გორმედის კლინიკები სრულიად გადატვირთული გრაფიკითა და დატვირთული საწოლფონდით მუშაობენ. ასეთივე მდგომარეობაა ქარელსა და ხაშურშიც. სხვა პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გაწერილი პაციენტების ხარჯზე.

• გაზრდილი მომართვიანობის პირობებში რა გამოწვევების წინაშე დგას თქვენი კლინიკა?

• მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები საკმაოდ მძიმეა. იმიტომ რომ ამ პანდემიამ ყველა ადამიანური რესურსი ამოწურა, რაც შეეხება ინფრასტუქტურას და აპარატულ მხარდაჭერას, რა თქმა უნდა მოგვიწია აპარატურის შეძენა. მოგვიწია საწოლფონდების მობილიზება. ყველაფერი გავაკეთეთ ისე, რომ მაქსიმალურად შეგვძლებოდა სერვისის მიწოდება პაციენტებისთვის. რაც შეეხება თანამშრომლებს, მთელი მედ-პერსონალი უკვე მაქსიმალური ძალებით ვმუშაობთ. ამის იქით თუ რამე იქნება უკვე ვეღარ გეტყვით.

• ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სიკვდილიანობის მიზეზი პირდაპირ კავშირშია მკურნალობასთან. ეს რამდენად აზიანებს ვაქცინაციის პროცესს?

• ჩვენი ქსელის მასშტაბით 40 000-მდე პაციენტმა იმკურნალა და ძალიან კარგი შედეგია, ძალიან კარგად გაეწერნენ პაციენტები. რას ნიშნავს უშედეგოა მკურნალობა, არ მესმის. კოვიდი არ არის ის დაავადება, რომ ადვილად მიმდინარეობა ჰქონდეს. იცით, რომ ეს ეტაპი ძალიან მძიმედ მიდის. ფაქტობრივად, ყველა პაციენტი გართულებული შემოდის. ვაქცინაცია იცავს ლეტალობისაგან და ალტერნატივა ვაქცინაციის იქით არ არის. ამ პირობებში, რაც ამდენი აუცრელი გვყავს ქვეყანაში, შედეგიც იცით ლეტალობის.

• თუ შესაძლებელია იმის დადგენა, რამდენი აცრილი ან აუცრელი იყო სტაციონარში ან რამდენი გარდაიცვალა?

• ამ ეტაპზე მხოლოდ გორის ,,გორმედის’’ კლინიკაში 110 პაციენტი წევს და აქედან ვაქცინირებულია მხოლოდ 3 პაციენტი, ისიც ერთჯერადად.

• ცოტა ხნის წინ თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია,სადაც წერია, რომ თქვენმა კლინიკამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე 5 000 კოვიდინფიცირებულზე მეტს უმკურნალა. ამის შემდგომ თუ ყოფილა რეინფიცირების შემთხვევები?

• მასშტაბურად ვერ ვიხსებენ, მაგრამ იყო ერთეული შემთხვევები რეინფიცირებისა.

• ასეთ პირობებში, რადგან უკვე მე-5 ტალღაა, რამდენად ახერხებს კლინიკა გეგმიური ან არაგეგმიური პაციენტების მიღებას, რომლებსაც არა აქვთ კოვიდი?

• გორში არის ჰიბრიდი და ორივე სეგმენტს ვემსახურებით. იმ დღიდან , როცა ჰიბრიდზე გადავედით შეუფერხებლად ვმუშაობთ. მუშაობს, როგორც ამბულატორიული სეგმენტი, ისე სტაციონალური და გადაუდებელი.

• ცალკეულადაც შევეხოთ, მაგალითად ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან არის მომატებული კოვიდდადებითობის შემთხვევები. რა ხდება თქვენს კლინიკაში?

• ზოგადად შიდა ქართლშია მომატებული. დღს უკვე 422 შემთხვევა იყო და ეს ძალიან დიდი ციფრია ჩვენი რეგიონისთვის. რაც შეეხება, ხაშურსა და ქარელს, სრულად დატვირთულია საწოლ-ფონდი.

• თქვენი მთავარი სათქმელით დავასრულოთ, თქვენი შეხედულებით რამდენად ახლოს არის პანდემიის დასასრული?

• ძალიან შორს არის ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ და ვაქცინაცია არ ჩავიტარეთ. თუ თითოეულმა მოქალაქემ თავისი პასუხისმგებლობა არ იგრძნო, ჩვენ ასე პანდემიას ვერ დავამარცხებთ ნამდვილად.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.