კალენდარი
ახალი ამბები
გორის მერი დაინტერესდა, თუ როგორ გაიხარჯა ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტი ბოლო 3 წელიწადში
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაიქირავა კომპანია, რომელიც შეისწავლის იმ ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტურობას, რომელიც გორის მერიამ ევროკავშირისგან მიღებული გრანტის მეშვეობით განახორციელა.

3 იანვარს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და იურიდიულ კომპანია შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ღირებულებაა 42 000 ლარი. ნიკოლოზ ბაკაშვილის ფირმა 27 იანვრამდე წარმოადგენს დასკვნას, სწორედ, ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ხარჯვის თაობაზე. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, აუდიტორიული კომპანია გრანტის გამცემთან ერთად შეარჩიეს.

როგორც qartli.ge წერდა, გორის მერიამ გრანტი, დაახლოებით 600 000 ევროს ოდენობით 2018 წლიდან მიიღო და მისი ხარჯვის უფლება 2021 წლის იანვრამდე ჰქონდა. მერიას თანხის ათვისება 2 წელიწადში უნდა მოეხდინა.

პროექტის ფარგლებში უნდა შექმნილიყო ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, რეკრეაციის პარკი ქალაქის ცენტრში, ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო სივრცეები, პარკინგი, ველოინფრასტრუქტურა თუ სახელოსნოები.

პროექტის პარტნიორის - გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზემის ტერიტორიაზე 200 კვ.მ ტერიტორია გამოიყო საკვებისა და სუვენირების დასამზადებელი სივრცის მოსაწყობად. მომზადდა სტაჟირებისა და ტრენინგების მოდულები ახალგაზრდებისთვის/სტუდენტებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნა სატრენინგო სივრცეები.

ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უნდა შექმნილიყო ბიზნეს კონსულტირების სერვისი, რომლით სარგებლობაც უფასოდ იქნებოდა ხელმისაწვდომი პროექტის განმავლობაში.

აუდიტორიული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე - qartli.ge

შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ფუნქციონირებს ბაზარზე. შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” დაფუძნებულია 1995 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისში. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს და უცხოეთის სამეურნეო სუბიექტების, ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, დაბეგვრის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმება და კონსულტაციები ეკონომიკური ქცევის კონცეპტუალურ მიმართულებებისა და დაბეგვრის საკითხებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორგანიზატორი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ორგანიზატორი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
16:11 / 26.01.2022
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო
მოსახლეობას აფრთხილებს:
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:
13:13 / 26.01.2022
ზამთრის არდადეგები 9 დღის წინ 17 იანვარს დამთავრდა.
ზამთრის არდადეგები 9 დღის წინ 17 იანვარს დამთავრდა.
12:57 / 26.01.2022
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი
12:41 / 26.01.2022
"მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ასე ჩვენ შევძლებთ მათი პრობლემების დროულად მოგვარებას.
18:40 / 25.01.2022
ვიდეორეპორტაჟი
იხსენებს, რომ ძალიან მცირე ასაკში სურდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო.

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
ლევიტანა - (PHOTO/VIDEO)
სოფელი ლევიტანა მდინარე ტანას ხეობაში ყველაზე ბოლო სოფელია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.