რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ნიქოზისა და ბრეთის მიწების სისტემური რეგისტრაციის მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკები საჯაროდ გამოქვეყნდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 29 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, ქარელის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kareli.gov.ge; გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gori.gov.ge ), გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2022 წლის 28 თებერვლის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება, კერძოდ:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთის, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, შინდისის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდის, წყაროსთავის, გიორგიწმინდის, ყანდაურის, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება-ანალიზი, ნაკვეთების რეგისტრაცია) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით ასრულებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.