რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
BTU აბიტურიენტისთვის უფასო ტრენინგების სერიას 10 ქალაქში ჩაატარებს
ტრენინგების სერია აბიტურიენტებისთვის საჩუქრად - ეს ბიზნესისა და
ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა საქართველოში
მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის.
2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია “BTU აბიტურიენტებისთვის“ წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს.
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, BTU მოსამზადებელ ტრენინგებს ყველა ძირითად საგანში ჩაატარებს.
ესენია:
• მათემატიკა
• ისტორია
• ფიზიკა
• ქართული
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მათ პროექტებსა და ტრენინგებში ჩართვა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების წარმომადგენლებმაც შეძლონ.
სწორედ ამიტომ ტრენინგების სერია საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.
აბიტურიენტებთან შეხვედრები 30 მარტიდან აიღებს სტარტს და შემდეგი განრიგით გაგრძელდება:
• თელავი - 30 მარტი
• რუსთავი - 1 აპრილი
• ბორჯომი - 2 აპრილი
• გორი - 5 აპრილი
• მცხეთა - 6 აპრილი
• ხაშური - 8 აპრილი
• ქუთაისი - 11 აპრილი
• ზუგდიდი - 12 აპრილი
• ოზურგეთი - 13 აპრილი
• ბათუმი - 14 აპრილი
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების გარდა, მონაწილეაბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგს - „ქალები ტექნოლოგიებში“. მასზე დასწრება აბიტურიენტების სურვილისამებრ მოხდება.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ ტრენდებს, სიახლეებსა და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.
ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები