რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორელი ლუკა ჯანეზაშვილი 20-წლამდელთა ნაკრებშია და მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა.

ახალგაზრდებს შორის 2022 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს.

ჩემპიონატი 15 აგვისტოს დაიწყება და მასში ქართული გუნდი ტრადიციულად, 10 სპორტსმენით ჩაებმება.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე, 10 წონითი კატეგორიიდან 8-ში მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ - ლუკა ღვინჯილია (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი)
61 კგ - დავით აბდალაძე (ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი (2022) ჩემპიონი და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ჭაბუკებში ევროპის 2018 წლის ფინალისტი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი)
65 კგ - ლუკა ჯანეზაშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
70 კგ - გიგი ქურხული (ევროპის ვერცხლის (2018) და ბრინჯაოს (2017) პრიზიორი 15-წლამდელთა შორის)
74 კგ - ლუკა ჩხიტუნიძე (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2017) 15-წლამდელთა შორის)
79 კგ - ოთარ ადეიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)
86 კგ - დავით კოღუაშვილი (ახალგაზრდებში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი 23-წლამდელთა (2022) და ჭაბუკებს (2019) შორის)
92 კგ - ანდრო მარგიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)
97 კგ - ლუკა ხუჭუა (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
125 კგ - მერაბ სულეიმანიშვილი (ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი)

მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი

მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, შალვა მუზიაშვილი, თემურ მურღულია ექიმ-რეაბილიტოლოგი: ლევან ლინნიკი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.