კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში 70 წლის ქალს ინსულტი დაემართა და დაიღუპა - რა დადგინდა
გორის ჰოსპიტალსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის დავა დასრულდა სასამართლოში., რომელიც პალატაში 70 წლის ქალის გარდაცვალებამ გამოიწვია.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაადგინდა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი არასწორი მკურნალობაა, თუმცა მოსამართლემ მათ არ დაუჯერა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გორის ჰოსპიტალი გადარჩა 21,5 ათას-ლარიან ჯარიმას და პაციენტის ხარჯების დაფარვას. პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა 7200 ლარს შეადგენდა.

რა მოხდა გორის ჰოსპიტალში?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული იქნა 70 წლის ქალი ქირურგიული მკურნალობის მიზნით (დიაგნოზი - მარჯვენამხრივი გონართროზი - III ხარისხი). გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.

პაციენტს ჩაუტარდა მარჯვენა მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება გართულებების გარეშე, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, განუვითარდა იშემიური ინსულტი, თავის ტვინის შეშუპება და კომა, რის შედეგადაც დაფიქსირდა პაციენტის სიკვდილი.

,,სახეზეა არასწორი მკურნალობა'' - სამედიცინო რეგულირების სააგენტო

აღნიშნული საქმის შესწავლაში ჩაერთო სამედიცინო რეგულირების სააგენტო. 2019 წელს გამოცემული რევიზიის აქტის მიხედვით:

- პაციენტის მკურნალობა მიჩნეული იქნა არასრულად და არაჯეროვნად იმ მოტივით, რომ სამედიცინო ისტორიაში არ იყო ექიმის დანიშნულების ფურცელი და ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი, რის გამოც ვერ დგინდებოდა ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკა და ჩატარებული მკურნალობის მოცულობა.

- ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობის პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული „სუპრავენტრიკულური არითმიების დიაგნოსტიკა და მართვა“, „მოზრდილებში პირველადი ჰიპერტენზიის მართვა“, „ინსულტის მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში“ და „ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია და მკურნალობა“, პროტოკოლების ძირითადი პრინციპები გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების შეფასებისა და პრევენციული სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ღონისძიებების თაობაზე.

- წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ პერიოდებში, არ ჩატარდა ზოგად ქირურგიაში ვენური თრომბოემბოლიის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული მკურნალობა.

- პაციენტი არ იყო უზრუნველყოფილი რუტინული სამედიცინო შემოწმებით - დინამიკაში არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის შეფასებით და ეკგ – მონიტორინგით.

რეგულირების სააგენტო ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არ არის ნაწარმოები „ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცელი“, რითაც ვერ დგინდება ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკა.

ექიმების ჩანაწერები არაინფორმატიულია და არ შეიცავს ინფორმაციას გულსისხლძარღვთა ავადობის რისკის პროფილის შეფასებისა და კლინიკური სიმპტომოკომპლექსის ანალიზის თაობაზე.

- არ ჩატარდა პროტოკოლით, ინსულტის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებები - დინამიკაში კონტროლი, არტერიული წნევის მკურნალობა, ინსულტის პრევენცია.

2019 წლის დასკვნის მიხედვით, გორის ჰოსპიტალი დაჯარიმდა 21,2 ათასი ლარით, ხოლო პაციენტი განთავისუფლდა სამკურნალო გადასახადისგან, რაც დაახლოებით 7200 ლარს შეადგენდა.

ამავე აქტის მიხედვით, პაციენტი არ იყო უზრუნველყოფილი რეგულარული ანტიჰიპერტენზიული და ანტიარითმიული მკურნალობით: არ ჩატარდა ინსულტის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებები: დინამიკაში კონტროლი, არტერიული წნევის მკურნალობა, ინსულტის პრევენცია.

გორის ჰოსპიტლის პოზიცია:

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნას გორის ჰოსპიტალი არ დაეთანხმა. გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 3-წლიანი დავა იმით დასრულდა, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ არ დაუჯერა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს.

სასამართლო არ დაეთანხმაიმ აზრის, რომ მოცემულ შემთხვევაში თუ დადასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოების ფაქტი, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის გამომრიცხავ გარემოებად.

,,სამედიცინო ისტორიაში ამა თუ იმ დოკუმენტის, მოცემულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების ფურცლისა და ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცლის არარსებობა იმთავითვე არ ამტკიცებს და არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მკურნალობა არასრულად/ არაჯეროვნად ჩატარდა.’’ - აღნიშნავს სასამართლო.

სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში არსებობს პაციენტის სამედიცინო ისტორია, სადაც ასახულია ჩატარებული მკურნალობის პროცესი.

ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია პაციენტის დღიური გასინჯვის ფურცელი, რომლის თანახმად, მას ეძლეოდა არტერიული წნევის მკურნალობასა და ინსულტის პრევენციისთვის შესაბამისი მედიკამენტები (ლორესტა, კარდიომაგნილი, ალოტენდინი).

თავად პაციენტის შვილი ახსნა-განმარტებაში წერს, რომ პაციენტი იღებდა ექიმი-კარდიოლოგის მიერ დანიშნულ ზემოაღნიშნულ მედიკამენტებს, რომელიც შეძენილი იყო შვილის მიერ.

სასამართლო ყურადღებას აქცევს კალკულაციაში მითითებულ მედიკამენტ კლექსანზე, რომელიც პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი და დაბალმოლეკულური ჰეპარინია.

,,პრეპარატს ახასიათებს მაღალი აქტივობა შედედების მიმართ. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ მედიკამენტს ახასიათებს ანტითრომბული მოქმედება, გაზიარებული ვერ იქნება რეგულირების სააგენტოს მიერ მითითებული გარემოება, რომ ვენური თრომბოემბოლიის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული მკურნალობა პაციენტისთვის ჩატარებული არ ყოფილა.’’- - აღნიშნა სასამართლომ.

სასამართლოს აზრის, ჰოსპიტლის მიერ ნაწარმოები დოკუმენტები წარმოადგენს იმგვარ სამედიცინო ჩანაწერებს, რაც ადეკვატურად ასახავს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და იძლევა შესაძლებლობას შეფასებული იქნეს მისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს დილიდან ცხინვალის
უნივერსიტეტსა და სკოლებს ამოწმებენ.
დღეს დილიდან ცხინვალის უნივერსიტეტსა და სკოლებს ამოწმებენ.
14:48 / 29.09.2022
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
23:54 / 21.09.2022
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში
14:02 / 16.09.2022
შემთხვევა წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკცილზე
შემთხვევა წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკცილზე
11:43 / 06.09.2022
ვიდეორეპორტაჟი
პოლიციამ ერთ-ერთი მაცხოვრებელი ბონდო ელბაქიძე დასაკითხად წაიყვანა.
მას თამაზ კუდუხაშვილი ჰქვია. პირველად თამაზის მამას, 84 წლის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.