კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,გამარჯობა, ფერისცვალობას ქვემო ჩოჩეთში წყალი იქნება?''
უკვე მესამე წელია, რაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, განსაკუთრებით, ქვემო ჩოჩეთის უბანში სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიან.

ამის გამო, ყოველ დღე, მოსახლეობა ერთმანეთს სოციალურ ქსელში ეკითხება - ,,დღეს ქვემო ჩოჩეთში წყალი იქნება?''

ეს ის სოფელია, რომლის მოსახლეობას 2019 წელს დაპირდნენ, რომ წყლის პრობლემა ფერისცვალობის დღესასწაულზე მოგვარდებოდა. რადგან ამ დროს წვიმიანი ამინდები იწყებოდა, მდინარე კავთურაში წყლის დონე მოიმატება და, შესაბამისად, მოსახლეობა ბაღებს სასმელი წყლით აღარ მორწყავდა და ა.შ.

ასეა თუ ისე, 2022 წელს ქვემო ჩოჩეთში კვლავ იგივე პრობლემაა - სასმელი წყალი არ არის.

აქ წყლის მიწოდების სისტემა ასეთია. კავთისხევში არის დიდი რეზევუარი. თუ ღამით რეზერვუარში წყალი საკმაოდ დაგროვდა, მაშინ მას დილით ადრე ადრე უშვებენ. დილით ადრე გამოშვებული წყალი ქვემო ჩოჩეთამდე აღწევს. ეს უბანი განაპირას მდებარეობს.

ხოლო რეზერვუარიდან წყლის გამოშვება გვიან მოხდა, ამ დროს, უკვე წყლის ხარჯი მთელს სოფელში იზრდება, შესაბამისად, წყლის ნაკადი ქვემო ჩოჩეთამდე ვერ აღწევს.

გუშინ მაგალითად 17 აგვისტოს წყლის დაგვიანებით გამოშვების მიზეზი ბატონი ვახო გახლდათ:

,,როცა დავურეკე ბატონ ვახოს, 12 საათი ხდებოდა და ასე მიპასუხა: მანქანაში ვარ და მალე გამოვუშვებო. იმისთვის ეს არაფერია და ჩვენთვის დღევანდელ დღეს გრაფიკიდან ამოვარდნას ნიშნავს, რადგან შუადღეს, დაგვიანებით გამოშვებული წყალი ჩვენამდე აღარ მოაღწევს. სამწუხაროდ ზეგამდე არაფერი აღარ გვეშველება.'' - წერს ქვემო ჩოჩეთელი.

სხვა უბნის მცხოვრებმა უპასუხა:

,,თხინვალიანთ უბანში 2 დღეში ერთხელ 2 საათით მოდის და გუშინ წვეთვეთებად მოდიოდა'' - უპასუხა მან.

,,ამოდით თვალადში, ნახავთ, რა სუფთა წყალი მოდის'' - იხუმრა თვალადელმა. თვალადი კავთისხევის სამხრეთით მდებარეობს, ქვემო ჩოჩეთი კი კავთისხევის ჩრდილოეთით.

ასეა თუ ისე, კავთისხევის ყველა უბნის მცხოვრები უკმაყოფილოა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ესაუბრა სოფლის წარმომადგენელს მიხეილ კელაპტრიშვილს:

,,ეხლა ველაპარაკე კელაპტრიშვილს და ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული და ჭაბურღილების გაკეთება დაწყებულიაო''

ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად სიმართლე უთხრა სოფლის წარმომადგენელმა მოსახლეობას.

ტენდერი გამოცხადდა 17 აგვისტოს, შესაბამისად, გამარჯვებული გამოვლინდება ერთი თვის შემდეგ.

კასპის მერიამ გამოყო 260 000 ლარი იმისათვის, რომ კავთისხევის შუა უბანსა და ქვემო ჩოჩეთში წყლის სისტემა მოწესრიგდეს. რაც შეეხება თვალადს, იქაც ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, ქვემო ჩოჩეთისთვის საჭიროა ჭაბურღილის, სატუმბი სადგურის და მაგისტრალის მოწყობა ჭაბურღილიდან წყალშემკრებ რეზერვუარებამდე.

,,რეზერვუარიდან წყალი უნდა მიეწოდოს თვითდენით პოლიეთილენის მილით და დაერთდეს არსებულ ქვემო ჩოჩეთის მილსადენზე, მოსაწყობია სანიტარული ზონა, საქლორატორო. და გასათვალისწინებელია ელ.ენერგიის მიწოდების აუცილებლობა.

სოფელ კავთისხევის შუა უბნისა და ქვემო ჩოჩეთში უნდა მოეწყოს ახალი ჭაბურღილი, საიდანაც წყალი უნდა მიეწოდოს არსებულ რეზერვუარს. საპროექტო ჭაბურღილისა და არსებული რეზერვუარის დამაკავშირებელი დამწნეხი მილის სიგრძე შეადგენს 20 მეტრს. არსებული რეზერვუარიდან თვითდენით უნდა მოხდეს ქსელში დაერთება საპროექტო ჭაში. რეზერვუარის ტერიტორიაზე ეწყობა საქლორატორო, სანიტარული დაცვის ღობე და ჭიშკარი კუტიკარით. სულ ეწყობა 1 ჭაბურღილი, რომლის საშუალო წარმადობაა 7,2 მ3/სთ. ჭაბურღილში მონტაჟდება ტუმბო, რომლის დანიშნულებაა ჭაბურღილიდან წყალი მიაწოდოს დამოუკიდებელი წნევიანი მილდენით სადაწნეო რეზერვუარს.'' - აღნიშნულია პროექტში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს დილიდან ცხინვალის
უნივერსიტეტსა და სკოლებს ამოწმებენ.
დღეს დილიდან ცხინვალის უნივერსიტეტსა და სკოლებს ამოწმებენ.
14:48 / 29.09.2022
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
23:54 / 21.09.2022
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში
14:02 / 16.09.2022
შემთხვევა წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკცილზე
შემთხვევა წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკცილზე
11:43 / 06.09.2022
ვიდეორეპორტაჟი
პოლიციამ ერთ-ერთი მაცხოვრებელი ბონდო ელბაქიძე დასაკითხად წაიყვანა.
მას თამაზ კუდუხაშვილი ჰქვია. პირველად თამაზის მამას, 84 წლის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.