კალენდარი
«« თებერვალი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
ახალი ამბები
გორის პირველი სკოლის წინა ფასადი აგურისფერში გადაწყვიტეს
გორის პირველი სკოლის წინა ფასადი აგურისფერშია გადაწყვეტილი.

გვერდითა კედლეები კი ყვითელ ფერებშია წარმოდგენილი. თავდაპირველად, წინა ფასადიც ყვითელი ფერის უნდა ყოფილიყო.

ფერების ცვლა მას შემდეგ მოხდა, როდესაც პირველი სკოლის კურსდამთავრებულთა მხრიდან სოციალურ ქსელში დიდი ხმაური ატყდა და პირველი სკოლისა და ასევე განათლების სამინისტროს მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყო.

გორის ისტორიული სკოლა აგურითაა ნაშენები. ამიტომ, მისი ბუნებრივი ფერიც აგურისფერი იყო.

2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ჩატარებულიყო სკოლის რეაბილიტაცია. მათ გორიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კედლებიდან აგური ცვივა და საჭიროებს შეკეთებას.

თუმცა, კედლებიდან აგურების ცვენის ფაქტის დამადასტურებელ დასკვნას დღემდე ეძებენ ოპონენტები. პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ითხოვენ, რომ კედლები კვლავ აგურით გამაგრდეს.

თუმცა, ხელისუფლებამ პროტესტი არ გაითვალისწინა და გააგრძელა კედლების შელესვა. მისაღები იქნება თუ არა ეს ფერი პირველი სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, უცნობია.




ი.ხ ამავე თემაზე

,,აგური თავში გიხლიათ'' - გორის პირველი სკოლის იერსახეს ცვლიან

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,მისი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. მარტო ცხოვრობდა.
რამდენიმე დღე არ ჩანდა.
,,მისი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. მარტო ცხოვრობდა. რამდენიმე დღე არ ჩანდა.
15:18 / 02.02.2023
ვადის ათვლა, ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის 20 დეკემბრიდან
დაიწყო.

ვადის ათვლა, ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო.

15:01 / 01.02.2023
ქარელისა და ზნაურის რაიონის გამყოფ ხაზთან საქონლის შესაკავებლად
ქარელისა და ზნაურის რაიონის გამყოფ ხაზთან საქონლის შესაკავებლად
14:31 / 01.02.2023
უკვე მეხუთე წელია რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER
30ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს,
უკვე მეხუთე წელია რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER 30ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს,
14:19 / 01.02.2023
მან წერილობით აცნობა საპროექტო ორგანიზაციას, რომ მომზადებული
პროექტებზე

მან წერილობით აცნობა საპროექტო ორგანიზაციას, რომ მომზადებული პროექტებზე

11:00 / 01.02.2023
ვიდეორეპორტაჟი
პროექტს "ბედნიერი ახალი წელი" სადღესასწაულო ცენტრი ,,დისნეი'' ახორიცელებს გორის
ამ სოფელში მოსახვედრად ბევრი გზის გავლა არაა საჭირო. წრომთან ძალიან ახლოსაა,

პატარა ყელეთში ახლა 5 კომლი ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი ნოდარ ლომიძის ოჯახია.

შორიდან ქალის ხმა გაისხმა? - ,,ჰოუ, რომელი ხარ?!"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.