რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
ზარდიანთკარის სახლების რეაბილიტაციის პროგრამიდან 4 ოჯახი ამოღებულია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება.

სამშენებლო კომპანიამ თითქმის დაასრულა სახლების შესწავლა და პროექტიც შეადგინა.

აღმოჩნდა, რომ ოთხი საცხოვრებელი სახლი პროექტში არაა შეტანილი. ერთ-ერთი მათგანია თინა ტერაშვილის სახლი.

როგორც ზარდიანთკარში გვითხრეს, ფაქტის შესახებ 2 სექტემბერს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში მინისტრს მოახსენეს, თუმცა მინისტრმა განმარტა, რომ ამ საკითხს კვლავ გადახედავენ.

ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები.

სახელმწიფო მინისტრმა კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს სოფელი ზარდიანთკარში. ეს მის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშიცაა აღნიშნული:

"ამ სოფლის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ომით დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკაარში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციისა და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება.'' - აღნიშნავს ახვლედიანი.

მინისტრი იქვე მინიშნებას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა მიიღო ფინანსური კომპენსაცია, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. ამჯერად, სწორედ ამ 28 ოჯახის სახლს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დანარჩენ 4 ოჯახს კი, - არა, როგორც ეს პროექტშია აღნიშნული.

ზარდიანთკარში ამბობენ, ,სწორედ .,თანასწორობის მინისტრმა'' უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ მოხდეს ოჯახების დანაწილება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ეს ერგნეთში მოხდეს, სადაც მოსახლეობამ ჯერ კომპენსაციები დაურიგეს, ხოლო შემდეგ სახლები აღუდგინეს. ზარდიანთკარელების თქმით, კომპენსაციები მიიღეს მათ, ვისი სახლებიც დაიწვა, ხოლო დანარჩენები საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.