რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
პროკურორი: ,,საქმეშია დაზარალებულის მძიმე ჩვენება''
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ქალზე ძალადობისა და დაყაჩაღების ფაქტზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს, მათ სახაზინო ადვოკატი იცავს.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა:

,,საქმეშია მძიმე ჩვენება, რომელიც ჩვენ მივიღეთ დაზარალებულისგან. ამ ჩვენებიდან ჩანს ზუსტად, რომ ეს ადამიანები შეთანხმებულად, ჯგუფურად, ერთმანეთის ხელშეწყობით მოქმედებდნენ ყველა ეპიზოდში. სწორედ დაზარალებულის ჩვენებას ემყარება ბრალდებაც.'' - აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, ქალს წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც სასაფლაოზე იპოვეს.

,,არსებობს ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ფიქსირდებიან როგორ მიამართებიან ეს ადამიანები დანაშაულის ადგილზე და უამრავი სხვა მტკიცებულებები"- აცხადებს პროკურორი. 

საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: ია თინიკაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ხაშურის სასამართლოს ცნობით, ბრალდებულს, თავდაპირველად, 240 საათი
უნდა ემუშავა.

ხაშურის სასამართლოს ცნობით, ბრალდებულს, თავდაპირველად, 240 საათი უნდა ემუშავა.

21:09 / 11.12.2023
ღამით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა რკინის კონსტრუქციები
აღმართეს.
ღამით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა რკინის კონსტრუქციები აღმართეს.
11:03 / 11.12.2023
9 და 10 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით
9 და 10 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით
21:02 / 10.12.2023
დაკვეთა კომპანია ,,ჰი თი ჰოლდინგს'' უკვე მისცეს.

დაკვეთა კომპანია ,,ჰი თი ჰოლდინგს'' უკვე მისცეს.

17:56 / 08.12.2023
ვიდეორეპორტაჟი
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
,,რატომ ჰქვია საყავრე? - იკითხა მძღოლმა, რომელმაც გზა ზეპირად იცოდა:
გამგეობას მივმართე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც
ფატიმა ამბობს, რომ შვილებმა სწორედ ის სპეციალობები აირჩიეს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.