რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
ქალაქსა თუ სოფლებში პოლიცია მოქალაქეებს ფოტოებს უღებს
პოლიცია ქალაქად და სოფლად მოქალაქეებს ფოტოებს იღებს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს ადამიანების პიროვნების დადგენის მიზნით ხდება.

თუმცა, ზოგიერთი პოლიციელის ფრაზა ასეთია: ფოტოს გიღებს გადამოწმების მიზნით.

ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, ,,ბათუმელები'' იურისტთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იურისტი დეტალურად საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს ფოტოს გადაღება:

,,გამოკითხვის მიზნით პოლიციელს შეუძლია მოქალაქის ქუჩაში შეჩერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელმა უნდა გაგვაჩეროს ჩვენი განსხვავებული ჩაცმულობის ან კანის ფერის გამო – გამოკითხვისთვის პოლიციელს სჭირდება შესაბამისი საფუძველი, მაგალითად, პირს აქვს კონკრეტული, ძებნილი პირის იდენტური ნიშნები, ან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას აქვს სამართალდარღვევა, ან დანაშაული ჩადენილი.' - აცხადებს იურისტი პაატა დეისაძე ,,ბათუმელებთან'' საუბარში.

მისი განმარტებით, შესაძლოა, არსებობს ინფორმაციაც, რომ პირი გადაადგილდება იარაღით ან კანონსაწინააღმდეგო სხვა ნივთით. ამ შემთხვევაში პოლიციელს შეუძლია, გამოჰკითხოს კონკრეტული პირი. გამოკითხვა გულისხმობს პერსონალური მონაცემების დადგენასაც.

,,ფოტოს გადაღება კი, პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ ადგენს პირის ვინაობას, ან ვინაობის დადგენა განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგალითად, პირი არ ეუბნება პოლიციელს თავის სახელ-გვარს, ან არ აწვდის პირადობას. ასევე შეიძლება, აწვდიდეს პირადობის მოწმობას, მაგრამ პოლიციელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის გაყალბებულია. ფოტოგადაღება არის საპოლიციო ღონისძიება პირის იდენტიფიცირების მიზნით. თუ პირის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი რაიმე სახის დოკუმენტით, მაშინ ფოტოგადაღების, როგორც საპოლიციო ღონისძიების გატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. პოლიციელმა პირს გონივრული ვადა უნდა მისცეს იმისთვის, რომ მან დაადასტუროს თავისი ვინაობა, რასაც ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები ხშირად არ აკეთებენ – ისინი პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე.'' - აღნიშნავს იურისტი.
კანონის განმარტება:

პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:

ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;

გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;

დ) პირს თან აქვს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;

ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;

ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.