რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
ხაშურელ მამაკაცს ედავებიან, რომ მან კომპანიის ანგარიშიდან 4,7 მლნ ლარი მიითვისა
პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება კომპანია ,,ი...ა...ს"-ის ანგარიშიდან 4,7 მლნ ლარი მითვისების ფაქტზე.

მხილებულია ხაშურში მცხოვრები პიროვნება, რომელიც ამ კომპანიას ოთხი წელი მართავდა. ხაშურის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს აცნობეს, რომ ეს პიროვნება ხაშურიდან წავიდა და აღარ გამოჩენილა.

დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ის უკვე საფრანგეთში ოჯახთან ერთად იმყოფება.

საუბარია პიროვნებაზე, რომლის სახელი და გვარია ინიცილებით - ,,ს.ი.'' საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული პიროვნება კომპანიას 4 წელი მართავდა.

სარჩელის მიხედვით, მან სხვადასხვა პერიოდში, თანხა ანგარიშიდან გაიტანა იმ მიზნით, რომ ხელფასებს დაარიგებდა.

ყოველთვიურად ხელფასის სახით ანგარიშიდან გატანილია მაგალითად 2018 წლის აგვისტოში 112 000 ლარი, ივლისში 95 000 ლარი და ა.შ. თანხა თანამშრომლებამდე არ მისულა.

მას შემდეგ, რაც კომპანია ,,ი...ა ს..ი''-ს დირექტორად ახალი კადრი დაინიშნა, ახალმა დირექტორმა დაიწყო საფინანსო დოკუმენტების შემოწმება. შეამოწმეს 2016-2019 წლების პერიოდის მასალები. დანაკლისი აღმოჩნდა 4,7 მლნ ლარი.

,,საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი უკანონო საქმიანობის შესწავლის დაინტერესების გამო, დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, 4 წლის მანძილზე უკვე იმყოფება საფრანგეთში და იქ აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას, საფრანგეთის სახელმწიფოში დებს გარიგებებს, იძენს ქონებას, სატრანსპორტო საშუალებებს და პირადი საქმიანობით გააჩნია საფრანგეთის კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე ფულადი სახსრები და ნაღდი სახით ფულადი თანხები...'' - აღნიშნავს დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელი სარჩელში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ყოფილ დირექტორს კომპანიის სასარგებლოდ 4,7 მლნ ლარის გადახდა დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა შემთხვევით გაიგო. ის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს და აცხადებს, რომ დავის შესახებ პირველად ესმის.

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბიზნესმენის მოთხოვნა და საქმე ხელახლა განსახილევლად დაუბრუნა თბილისის სასამართლოს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,გაწვალებულები ვიყავით. დაიწყებდნენ რაღაცას, შემდეგ გაჩერდებოდნენ.
ჯერ მხოლოდ მიწაა გათხრილი.
,,გაწვალებულები ვიყავით. დაიწყებდნენ რაღაცას, შემდეგ გაჩერდებოდნენ. ჯერ მხოლოდ მიწაა გათხრილი.
15:12 / 12.02.2025
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
16:05 / 11.02.2025
მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე
არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

12:47 / 11.02.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის
12:09 / 11.02.2025
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე
ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
10:46 / 10.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.