კალენდარი
ახალი ამბები
ნიადაგის ხვნა ბელტის გადაბრუნების გარეშე - ახალი მეთოდის გამოყენება დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტში
გორის მუნიციპალიტეტში 2020-22 წლის სამეურნეო სეზონებზე ნიადაგის ნულოვანი თესვის ტექნოლოგიით დაითესა 350 ჰა-მდე ფართობი. საპილოტე პროექტში ჩართული იყო 50-მდე ფერმერი, რომელმაც მიიღო სარგებელი.

ძირითადად აღნიშნული ტექნოლოგიით დაითესა როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები შემდეგ სოფლებში: ნადარბაზევი, შავშვები, წითელუბანი, ნაწრეტი, ხურვალეთი და ზემო ხვითი.

ნულოვანი თესვის ტექნოლოგიამ წელს 1 ჰა ფართობზე ფერმერს 30%-ით შეუმცირა თესვის ხარჯი და მისცა 390 ლარის ეკონომია.

პროექტის სახელწოდებაა „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“. დააფინანსა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდმა (GEF). ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით.

რას ნიშნავს ნიადაგის თესვის ნულოვანი ტექნოლოგია

ეს მეთოდი ნიადაგს უნარჩუნებს ნაყოფიერებას და იცავს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან. ნიადაგის ზედა ფენა და მცენარეული საფარი ხელს უშლის ნიადაგიდან წყლის აორთქლებას რაც 40%-ით ზრდის ნიადაგის ტენიანობას.

დაახლოებით 30%-ით მცირდება მექანიზაციისთვის საწვავის გამოყენება, რაც თავის მხრივ ნახშირბადის ნაკლებ გამოყოფას განაპირობებს. მიწის მომზადების პროცესის განსახორციელებლად საჭირო ცოცხალი ძალა მცირდება, რადგან ხვნის მთელი პროცესი ამოღებულია.

ასევე მცირდება შრომის ანაზღაურების ღირებულება, რაც იწვევს ფერმის წარმოების ღირებულების მთლიან შემცირებას. 25-30%-ით მცირდება ფულადი საწარმოო ხარჯები და 15-20%-ით მცირდება ენერგეტიკული დანახარჯები. ეკომეგობრული მეურნეობის პრაქტიკა ამცირებს ნიადაგის დამუშავებაზე დახარჯულ დროს და მთლიან პროცესს ბევრად აჩქარებს.

ეს ტექნოლოგია, უახლოეს წარსულში, ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ფერმერებისათვის, რადგან ის გულისხმობს სრული ტექნოლოგიური ციკლის ერთი გავლით ჩატარებას. ეს პროცესი დამოკიდებულია მეურნეობაში სპეციალური მანქანა-იარაღების არსებობაზე, რაც ინდივიდუალური ფერმერისათვის აქამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა, დღესდღეობით სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ეს ტექნოლოგია ინდივიდუალური ან დამოუკიდებელი მცირე ფერმებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

მიწის დამუშავების ამ მეთოდის დანერგვისათვის თავდაპირველად საჭიროა რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტიპის საპილოტე პროექტების განხორციელება და ფერმერებისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა. ამასთანავე საჭიროა მიწათსარგებლობის საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, რათა მიწის ექსპლოატაციის პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გადავიდეს მის მფლობელზე. პარალელურად საჭიროა ფერმერებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ამ მიმართულებით სწავლება და ცნობიერების ამაღლება.

რატომ არის საჭირო კარგი ნიადაგი?

კარგი, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგი, სუფთა წყლისა და სუფთა ჰაერის მსგავსად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - და ჩვენ მას დიდი რაოდენობით ვანადგურებთ.

ყოველწლიურად მსოფლიოში სამეურნეო მიზნებით გამოყენებას აკლდება 5 -7 მლ. ჰა სახნავი მიწის ფართობები, საიდანაც ფართობების 60%

წყლისმიერი ეროზიის შედეგად, ხოლო 40% — ქარისმიერი ეროზიის გამო ნადგურდება. მიწის ამგვარი დეგრადაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის კონვენციურ მიწათმოქმედების მეთოდოლოგიას რომელიც მოიცავს ნიადაგის ტოტალურ ხვნას. ხვნის ძირითადი დანიშნულებაა მოსავლის ნარჩენების, სარეველების და მავნებლების დამარხვა, ნიადაგის აერაცია და დათბობა. თუმცა ამ პრაქტიკის უარყოფითი მხარეები დადებითს ბევრად აღემატება.

ნიადაგის ზედა ფენის მოცილება მას ქარისა და წყლის ეროზიის მარტივ სამიზნედ აქცევს. მეთოდი გამოყოფს ნიადაგის ნახშირბადს ჰაერში, რაც ხელს უწყობს სათბურის ეფექტს. ნიადაგის ქვეშ მცენარეებისა და მავნებლების დამარხვით, ნიადაგის ორგანიზმის აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერებას, ნადგურდებიან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისას. სახნავი ფენის ხშირი გადაბრუნების და გაფხვიერების შედეგად ნიადაგების დეგრადაციის პროცესი კატასტროფულ ფორმებს იღებს და დროთა განმავლობაში დამუშავებული ნიადაგი განადგურებული და უნაყოფო გახდება. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ეს მეთოდი გამოიყენება ათასობით წლის განმავლობაში და ბევრმა ფერმერმა სხვა გზა არც იცის.

ზემოთხსენებული მიზეზების გამო საჭიროა შემუშავებული და დანერგული იქნას ნიადაგის დამუშავების ისეთი ტექნოლოგიები რომლებიც ერთდროულად ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ხასიათსაც ატარებენ. ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებისათვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა ნიადაგის ხვნა ბელტის გადაბრუნების გარეშე. ამ დროს არ ხდება ნაწვერალისათვის და ნიადაგის ქვედა ფენებისათვის ადგილის შეცვლა, არამედ მიმდინარეობს მათი ადგილზე ერთდროული გაფხვიერება. აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ყველაზე მისაღებია საკვები მარცვლეული კულტურების მოყვანისას. ამის გარდა, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ასევე გულისხმობს ვეგეტაციის პერიოდში ყველა იმ ოპერაციის ჩატარებას, რაც საჭიროა ერთწლიანი მარცვლეული კულტურების მოსაყვანად.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ანა 20 წლის იყო, წითელი საზაფხულო შარვლითა და სიფრიფანა მაისურით
კასპის
ანა 20 წლის იყო, წითელი საზაფხულო შარვლითა და სიფრიფანა მაისურით კასპის
14:57 / 30.01.2023
სააგენტომ გადაწყვეტილება 3-ჯერ შეცვალა
სააგენტომ გადაწყვეტილება 3-ჯერ შეცვალა
13:51 / 30.01.2023
ფოტოზე ის შემთხვევაა ასახული, როდესაც ხელთათმანით და ნიღბით
აღჭურვილი პირი
ფოტოზე ის შემთხვევაა ასახული, როდესაც ხელთათმანით და ნიღბით აღჭურვილი პირი
12:12 / 30.01.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე
18:25 / 28.01.2023
პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში
დაფინანსდება.

პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

15:28 / 28.01.2023
ვიდეორეპორტაჟი
პროექტს "ბედნიერი ახალი წელი" სადღესასწაულო ცენტრი ,,დისნეი'' ახორიცელებს გორის
ამ სოფელში მოსახვედრად ბევრი გზის გავლა არაა საჭირო. წრომთან ძალიან ახლოსაა,

პატარა ყელეთში ახლა 5 კომლი ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი ნოდარ ლომიძის ოჯახია.

შორიდან ქალის ხმა გაისხმა? - ,,ჰოუ, რომელი ხარ?!"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.