რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სკოლაში პედაგოგს დირექტორის პრინტერი არ დაუზიანებია - იუწყება გორის პოლიცია
გორის #3 სკოლის კუთვნილი პრინტერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

ამის შესახებ გორის შს სამმართველოს გამომძიებელმა ილია ბაბლიძემ სპორტის მასწავლებელს თეა კეჩხუაშვილს აცნობა. წერილიდან ირკვევა, გამოძიება ჯერ კიდევ 2022 წლის 25 ნოემბერს შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

გორის მესამე სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა პოლიციას 2022 წლის 2 ნოემბერს აცნობა, რომ მას კაბინეტში პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი თავს დაესხა და დაუმტვრია პრინტერი.

თითქმის 3-კვირიანი გამოძიების შემდეგ, ქონების დაზიანების ფაქტი არ დადგინდა. მანამდე სკოლის დირექტორისგან ვითხოვდით ქონების დაზიანების შესახებ, ინფორმაციას. სკოლის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ პრინტერის შესახებ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციაა.

თეა კეჩხუაშვილსა და სკოლის დირექტორს შორის ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დირექტორმა თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლების ბრძანება გამოაქვეყნა.

ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, პედაგოგსა და დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პედაგოგმა ბრძანება ჯერ სამერუვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ თეა კეჩხუაშვილი სკოლაში არ უნდა მუშაობდეს თუნდაც იმის გამო, რომ მას კაბინეტში ქონება დაუზიანა.

როგორც თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, დირექტორმა სამეურვეო საბჭოს წევრების წინაშე, არარსებული ფაქტით, მანიპულაცია მოახდინა.

,,სამეურვეო საბჭოს წევრების დაუმალა ის ფაქტი, რომ გამოძიება უკვე შეწვეტილი იყო. სამეურვეო საბჭოს სხდომა დეკემბერში გაიმართა. დირექტორმა დამალა ეს ფაქტი, არ უთხრა საბჭოს წევრებს, რომ დანაშაული არ მომხდარა.'' - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

რაც შეეხება ბრძანების საფუძველს, როგორც დირექტორი თავის გადაწყვეტილებაში წერს, პედაგოგმა სპორტის გაკვეთილი ჩაშალა, სხვა პედაგოგს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თეა კეჩხუაშვილის განმარტებით, სპორტის გაკვეთილი პირიქით მას ჩაუშალეს.

ფაქტსა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერებას სასამართლო განიხილავს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გიორგი ბარჯაძის ცნობით, მოქალაქეები ანადგურებენ სანათებსაც, ასევე,
დააზიანეს ინსტალაცია ,,მე მიყვარს ჩემი გორი''
გიორგი ბარჯაძის ცნობით, მოქალაქეები ანადგურებენ სანათებსაც, ასევე, დააზიანეს ინსტალაცია ,,მე მიყვარს ჩემი გორი''
14:01 / 24.03.2023
ვიდეორეპორტაჟი
,,მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მეცხოვრა სოფელში. მყოლოდა საქონელი.
დავით (ზაურ) ქოქოშვილი წარმოშობით სოფელ დიდი ყელეთიდანაა.
პროექტს "ბედნიერი ახალი წელი" სადღესასწაულო ცენტრი ,,დისნეი'' ახორიცელებს გორის
ამ სოფელში მოსახვედრად ბევრი გზის გავლა არაა საჭირო. წრომთან ძალიან ახლოსაა,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.