რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში ევროკომისიის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტები დაათვალიერეს
გორში ევროკომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

გორს ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) C1 საქართველოს, მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიანა იაბლონსკა, ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად უმასპინძლა.

სტუმრებმა გორში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც ლომჭაბუკის მონუმენტის, სკვერისა და ამავე სკვერში არსებული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყო გორისციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტირდა რუსთაველის მემორიალი და მიმდებარე სკვერი. გარდა ამისა, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოები, ხოლო ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის ძველ, ისტორიულ ხიდსაც.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358 836 ევროს შეადგენს.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა ლომჭაბუკის სკვერში მდებარე საგამოფენო სივრცე - ხელოვნების სახლიც მოინახულეს, ასევე ეწვივნენ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გორის ციხეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.