რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
კანალიზაციის გამწმენდ სისტემას ფეკალური მასა არ ჰყოფნის
სადგურის დასახლებაში სატესტო რეჟიმში ამუშავებულ გამწმენდ სისტემას ფეკალური მასები არ ჰყოფნის.

ამის გამო, შესაძლოა, სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს.

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კაკო ხუფენიას განმარტებით, გამწმენდი ნაგებობა სრულად მას შემდეგ ამუშავდება, როდესაც სადგურის დასახლების მოსახლეობის კანალიზაცია მთლიანად სისტემას შეუერთდება

,,ამ ეტაპზე მხოლოდ 30-მდე ოჯახია დაერთებული. ამიტომ, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ვერ იმუშავებს. ველოდებით მოსახლეობას, რომ შიდა სისტემა საერთო სისტემას მიუერთოს" - აცხადებს კაკო ხუფენია.

სისტემის სატესტო რეჟიმში ჩართვას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი რაზმაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ნაგებობაში დამონტაჟებული კანალიზაციის გამწმენდი სისტემის სიმძლავრე დღე-ღამეში 1000 კუბური მეტრია, მინიმალური მოცულობა კი, რაზეც სისტემის ამუშავებაა შესაძლებელი, 400 კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 450-500 ოჯახის მიერ დახარჯული წყლით მიიღება. სისტემა კომპიუტერიზებულია და მისი მართვა დისტანციურადაც შესაძლებელია.

,, ველოდებით ადგილობრივ მოსახლეობას, მოახდინოს შიდა ქსელის მონტაჟი და დაერთება ცენტრალურ გაყვანილობასთან. ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დასრულდეს, რომ ერთი მხრივ, ამუშავდეს გამწმენდი ნაგებობა და მოსახლეობამ ისარგებლოს კანალიზაციით, ხოლო მეორე მხრივ, მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომ ხელი არ შეეშალოს დასახლებაში მიმდინარე გზების მოასფალტების სამუშოებს. მინდა ვთხოვო სადგურის დასახლების მოსახლეობას, შიდა ქსელის მონტაჟით მაქსიმალურად შეგვიწყონ ხელი, რომ 2017 წლისთვის, გეგმის მიხედვით შევძლოთ და დავასრულოთ დაწყებული კომპლექსური პროექტი, რასაც სადგურის დასახლებაში კანალიზაციის სისტემის მონტაჟი, ქუჩების მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის პროექტი ჰქვია" - განაცხადა გორის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ.

სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი 2013 წელს დაიწყო და სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ და მეორე ეტაპებზე დასახლებაში მოეწყო საკანალიზაციო ქსელი. გამწმენდი ნაგებობის აშენება პროექტის მესამე ეტაპია, რომელიც უკვე დასრულებულია.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 3 264 000 ლარი.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, გამწმენდი ნაგებობა გორში საპილოტე პროექტია, რომელიც გამორიცხავს გარემოს დაბინძურებას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.