რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ალექსი მარიამიძის გათავისუფლების საქმეზე მოზარდის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
გორის ყოფილი მოსამართლის ალექსი მარიამიძის გათავისუფლების საქმეზე დაზარალებული მოზარდის ინტერესების დამცველი ანა თავხელიძე ეხმაურება.

ანა თავხელიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა და ბავშვის დამამცირებელი მოპყრობიდან გადააკვალიფიცირა ბავშვის მიმართ ძალადობაზე, ხოლო განუსაზღვრა პირობითი სასჯელი:

,,რადგან აღიარა ბავშვისთვის სახეში დარტყმა და ფეხის ამორტყმა, სასჯელი პირობითად ჩაუთვალა და ამიტომ გაათავისუფლა სასამართლომ'' - აღნიშნავს ადვოკატი.

საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებაც კი გამოაქვეყნა:

,,პირველი ინსტანციის სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დღეს სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა ამ საქმეზე. ნაწილობრივ აღიარა, დაადასტურა რომ ბავშვს ხელი დაარტყა და ფეხიც ამოარტყა. მაგრამ იმიტომ მოვიქეცი ასე, რომ შემეშინდა ბავშვი ხიდან არ ჩამოვარდნილიყოო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ეს ახსნა მიიღო დამაჯერებელ არგუმენტად და ბავშვებს უთხრა, რომ თუ მათ სცემენ, წიხლს ამოარტყამენ, აგინებენ და გაშიშვლებულს ქუჩაში გამოაგდებენ, ამის გამო 1 დღესაც კი არ გაატარებს ციხეში მოძალადე. რადგან დღეს ამის ჩამდენი სხდომის დარბაზიდან გამოუშვა, პირობითით. ამ საქმეში ჩართვის დღიდან ვაპელირებდით, რომ მოძალადე იყენებდა თავის გალვენასა და სტატუსს. მისი ცოლის მხრიდან ამ ბავშვზე ძალადობის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამ გავლენის გამოყენების შედეგია ის განაჩენი, რაც დღეს გამოაცხადა აპელაციამ.'' - წერს ანა თავხელიძე.

გაგრძელება:

მოზარდის ადვოკატის განცხადებას ალექსი მარიამიძე გამოეხმაურა:

,,ქალბატონი ანა თავხელიძე აპელირებს, თითქოს ჩემი გალვენისა და სტატუსის. გამო , ჩემი ცოლის მხრიდან ამ ბავშვზე ძალადობის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული და მისი ღრმა რწმენით, სწორედ ამ გავლენის გამოყენების შედეგია ის განაჩენი, რაც 21 მარტს გამოაცხადა აპელაციამ.'' - (სტილი დაცულია) საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში, მოწმის სტატუსით, ჩემი მეუღლე ორჯერ ( 24.05.2021 და16.07.2021 ) გამოიკითხა.

ქალბატონი ანა, პირველი გამოკითხვის შემდეგ, ბავშვის ინტერესებს უკვე წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები მორიგი პროვოკაციის გზას დაადგნენ და ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით ბავშვზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში მხილებულმა მამამ, მოცემული საქმის გამოძიების პროცესში, იმ მოლოდინით რომ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარს ეტყოდა (რისი კანონიერი უფლებაც მას არ ჰქონდა) და შესაბამისად, კიდევ ახალი საჩივრის საფუძველი გაუჩნდებოდა, ანა თავხელიძის და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის იურისტებისთვის უფლებამოსილების მინიჭების აქტის (რწმუნებულების) დასამოწმებლად მაინცდამაინც ჩემი მეუღლის მომსახურებით ისარგებლა.... (დასკვნების გამოტანა ობიექტური მკითხველისთვის მიმინდია) ქალბატონმა ანამ შესანიშნავად იცის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის მისიაა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, მათ შორის ბავშვების, წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, რაც სამართალწარმოების გზით და სასამართლოში წარმომადგენლობით მიიღწევა. ე. ი. რა გამოდის? წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თავის დაცვის ქვეშ მყოფ ბავშვზე ძალადობაში მხილებულ მამას გაუფორმა?'' - განაცხადა ალექსი მარიამიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს, გორის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალექსი მარიამიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც ალექსი მარიამიძის ინტერესების დამცველმა გვაცნობა, უკანონოდ ჩაითვალა გორის სასამართლოს მოსამართლის დავით მაკარიძის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ალექსი მარიამიძეს 2022 წლის ოქტომბერში პატიმრობა შეუფარდეს.

ალექსი მარიამიძის კანონიერ ინტერესებს იცავს ყოფილი პროკურორი და მოსამართლე, ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი: ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, დაასრულა ალექსი მარიამიძის სააპელაციო საჩივრის განხილვა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მესამე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტით დადგენილ გამამატყუნებელ განაჩენზე. სააპელაციო ინსტანციის მოსამართლე შოთა კერატაშვილმა უკანონოდ მიიჩნია აპელანტის მიმართ შერაცხული მსჯავრი, გააუქმა გასაჩივრებული განაჩენი და ალექსი მარიამიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა.'' - აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.