რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თურქეთის მიერ 4 წლის მანძილზე ძებნილი მამაკაცი ხაშურში დააკავეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში 4 წელი ცხოვრობდა მამაკაცი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველების მიერ იყო ძებნილი.

ამის შესახებ ხაშურის სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, როდესაც ბრალდებულს საექტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი ხაშურში დააკავეს. პროკურორ ცინდელიაძის ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მიიღო 2022 წლის თებერვალში.

მამაკაცი პოლიციამ 2022 წლის 19 მარტს დააკავა. საექტრადიციო პატიმრობის ვადა 9 თვით განუსაზღვრეს.

ამ ხნის განმავლობაში, პროკურორმა თემურ ცინდელიანმა თურქეთის რესპუბლიკიდან დამატებითი მასალები გამოითხოვა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მამაკაცს თურქეთში 4 012 ძირი და ცალკე ნედლი სახით 88,5 კგ მარიხუანა უპოვეს.

,,თურქეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ მ. ჰ-სა და მის თანამზრახველებს 7 სხვადასხვა ადგილას დარგული ჰქონდათ, ჯამურად - 4 012 ძირი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა". ამასთან, იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - 88 522 გრამი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გასახმობად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა". - განუცხადა სასამართლოს პროკურორმა.

თბილისის სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის თხოვნა იმის შესახებ, რომ ბრალდებულს სურს საქართველოში დარჩენა, რადგან თურქეთში, რელიგიის შეცვლის გამო, მისი ახლობლები სიცოცხლეს მოუსპობენ:

,,საფუძველს მოკლებულია დამცველის მოსაზრება, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ახლობლების მხრიდან დაემუქრება საფრთხე, ვინაიდან მან შეიცვალა რელიგია და გახდა ქრისტიანი, რადგან ახლობლების მხრიდან მის მიმართ მუქარისა, თუ სხვადასხვა უკანონო ქმედების ჩადენის რეალობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, ანდა რაიმე სარწმუნო ინფორმაცია დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.'' - აღნიშნა მოსასმართლემ.

მოსამართლის აზრით, ადვოკატი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეტური განცხადებებითა და მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით.

,,საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა კონკრეტული პირების მხრიდან მის მიმართ მომდინარე საფრთხის, არამართლზომიერი ქმედებებისა თუ მუქარის შესახებ მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს მითითებულ ფაქტებზე და არც ის გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებული ინფორმაცია ვერ მოიძია ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მათ შორის - ინტერნეტის ღია წყაროების მეშვეობით, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გენერალურ პროკურატურას მიეცა უფლება, რომ მამაკაცი თურქეთის რესპუბლიკას გადასცეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.