რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მტკვარზე ბაიკერები გამოჩდნენ, რომლებიც ბრაკონიერებს ეძებენ
საქართველოს შიდა წყალსატევებში ბრაკონიერების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ ქვია.

ამ ორგანიზაციის წევრები ეძებენ იმ ადამიანებს, ვინც უკანონო თევზჭერას ახორციელებენ.

ამ ეტაპზე მოძრაობის წევრები აღჭურვილნი არიან დრონებით, ნავებით, ფოტოხაფანგებით და ა.შ.

4 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს მოძრაობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება ხელთნაკეთი ელექტროშოკური აპარატების ფლობა/დამზადება/რეალიზაციის აკრძალვას, ქარხნული აპარატების სავალდებულო რეგისტრაციას; ქვეყანაში არაბიოდეგრადირებადი სახლართი ბადეების შემოტანისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ. ასევე, ბაზარზე თევზის წსრმომავლობის დოკუმენტის შემოღებას.

გარემოსდაცვითმა კომიტეტმა მოიწონა მოძრაობის მიერ წარდგენილი წინადადება.

,,მაისის ბოლომდე ველოდებით აღნიშნული კანონპროექტების დამტკიცებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების დაპირება, სამინისტროდან მივიღეთ 2019 წლის მარტში. 5 წელი გავიდა მეგობრებო, საქათველოს იქთიოფაუნას და ბუნებას მიადგა ზიანი რომელის გამოსწორეაბსაც დასჭირდება ათწლეულები!მაისის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში შევხვდებით, პარლამენტში ან პარლამენტთან'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.



რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, უწყება დღეს ახალი ტექნიკით აღიჭურვა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 14 ავტომობილი რენო დასტერი, 6 ბაგი და 8 გასაბერი ნავი შეემატა. ახალი აღჭურვილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალდარღვევების გამოვლენისთვის, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა და ჰაერის დაბინძურება. „ამ ეტაზე, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ასევე დონორების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შევიძინეთ სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა - დრონები, ფოტოხაფანგები, ვიდეორეგისტრატორები, ასევე, ჰაერში მტვრის ნაწილაკების გამზომი თანამედროვე ხელსაწყოები. აღჭურვილობა დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა, რაც მათ დაეხმარება, უფრო ეფექტიანად განახორციელონ გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევების პრევენცია და გამოვლენა-აღკვეთა“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი რენო დასტერები აღჭურვილია „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები „ბაგებს“ გამოიყენებენ.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, ასევე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ECO.Georgia და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით უკანონო თევზჭერის მიმართულებით.

„ბრაკონიერები იმდენად ანადგურებენ ჩვენს იხტიოფაუნას, რომ შეიძლება მისი აღდგენაც კი გაჭირდეს. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია, ამ მიმართულებით როგორც შესაბამისი მკაცრი სანქციების არსებობა, ისე, ეფექტიანი კონტროლი. დეპარტამენტმა მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, რომ ბრაკონიერობა შეწყდეს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ტყის მდგრადი მართვის კომპონენტის ხელმძღვანელის, კრისტიან გოენერის განმარტებით, გერმანიის მთავრობას სურს მხარი დაუჭიროს საქართველოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტყის სექტორის რეფორმის განხორციელებასა და ტყის შენარჩუნების ნაწილში. მხარდაჭერის მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს ტყის მდგრადი მართვის მექანიზმი და უზრუნველყოს როგორც სატყეო სექტორის შენარჩუნება, ასევე ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების შერბილება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.