რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპში 20 მ-იანი დროშის აღმართვაზე დავა მიმდინარეობს
კასპში 20 მ-იანი დროშის აღმართვაზე ტენდერი ჩავარდა. მერიამ ორ
კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. ტენდერში მხოლოდ ორი პრეტენდენტი
მონაწილეობდა.
მათ შორის ერთ-ერთია კომპანია ,,მაზი'', რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი მიუთითა. კომპანია ,,მაზი'' მერიას სთავაზობდა, რომ სამუშაოებისთვის მხოლოდ 19 ათასი ლარი დაუჯდებოდა. მერიამ 22 ათასი ლარი გამოყო.
რატომ დაიწუნა მერიამ ,,მაზის'' წინადადება?
როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ,,მაზი'' დროშის ბოძს სტამბოლიდან ჩამოიტანდა. დროშასაც თურქული კომპანია დაამზადება. რაც შეეხება საშენ მასალებს, ამის წარმოშობის ქვეყანა არ იყო მითითებული:
,,სატდენდერო პირობები თავიდანვე იგულისხმებოდა, რომ მხოლოდ მისაწოდებელ ინვენტარზე იყო სავალდებულო წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მარკა/მოდელის მითითება. ხოლო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული დანარჩენი პოზიციები ამას არ ითვალისწინებდა. რადგანაც ტენდერით განსაზღვრული მისაწოდებელი ინვენტარია მხოლოდ: სადროშე ბოძი (რომელზეც ჩვენ სამართლიანად მივუთითეთ თურქული მწარმოებელი: SAH ELEKTRİK İNSAAT CELIK TAAHHUT SAN. Ve TIC. A.S.) და დროშა (რომელზეც ასევე მივუთითეთ ქართული მწარმოებელი: , შპს ისტანბულ რეკლამ მარკეტ,), ხოლო ყველა დანარჩენი ეხებოდა საძირკვლის მოსამზადებელ და სამოტაჟო სამუშაოებს. ამიტომაც, თავიდანვე მოთხოვნის არარსებობის გამო, დანარჩენი ყველა პოზიცია ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში დავტოვეთ ღიად.'' - აღნიშნავს ,,მაზის'' მწარმოებელი.
კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება სატენდერო კომისიის მოსაზრებას, რაც დისკვალიფიკაციის საფუძვლადაა მითითებული:
,,მოგახსენებთ, რომ ეს პოზიციები (ქვაღორღი, ხე მასალა, არმატურა, ბეტონი) არის არა მისაწოდებელი ინვენტარი, წარმოადგენს მომსეხურების გაწევისას საჭირო სახარჯ მასალად, ანუ არ წარმოადგენს შესასყიდ საქონელს, არამედ აღნიშნული მასალა საჭიროა ბოძის საძირკვლის მოსამზადებლად და ბოძის დასამონტაჟებლად. სატენდერო კომისიამ, როგორც ჩანს არ გააცნობიერა, რომ მას ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასებისას შეზღუდული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება და ის ვალდებულია, შეაფასოს, მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა. ცალსახაა, რომ სატენდერო კომისიამ ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასების უმნიშვნელოვანესი პროცედურულ სტადიის კვალიფიციური ჩატარება, რის შედეგადაც დაირღვა შესყიდვების ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და სრულად უსაფუძვლოდ, კანონსაწინააღმდეგო აქტით გამოაცხადა გამარჯვებული დისკვალიფიცირებულად.'' - აღნიშნულია ,,მაზის'' განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
გორსა და ხაშურში პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებსაც ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შენახვასა და 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული
საშუალების კულტივირება-შენახვაში ედებათ ბრალი.
გორის მერიამ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოზარდების სავარაუდო დაშინების ფაქტებზე მოკვლევა არ დაიწყო
მიუხედავად მშობლებისა და თვითმხილველების არაერთი განცხადებისა,
გორის მერიას ავტობუსის კონტროლიორების მხრიდან მოზარდებზე შესაძლო
ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს
დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
გორში ახალგაზრდული დებატების კვირა ჩატარდა, რომელშიც 30-მა
შერჩეულმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც
ადამიანის უფლებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას მიეძღვნა, საუკეთესო
მომხსენებლები გამოვლინდნენ, გამარჯვებულმა გუნდმა კი დებატების
ეროვნული ტურნირის საგზური მოიპოვა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები