რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ნახაზებიდან ოცნების პროექტამდე /R/
ამ სტატიაში ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომლის გარეშეც ნებისმიერი მასშტაბური თუ პირადი წამოწყების განხორციელება შეუძლებელია. გეოდეზია არის ადგილი, საიდანაც თქვენი ოცნების პროექტის მშენებლობა იწყება. კომპანიის გუნდი პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანებისგან შედგება. რომლებსაც შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ. კომპანიის თანამშრომლები აზომავენ, დაგეგმავენ და დაკვალავენ თქვენს შიდა და გარე სივრცეებს.

“გეოდეზია” 10 წელზე მეტია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა:

• თბილისის ბოტანიკური ბაღი;
• ვაკის პარკი;
• ბაკურიანის საბაგირო გზა;
• სენაკის გაზის ხაზობრივი ნაგებობა;
• ედსჰაბი.

იმისათვის, რომ მერიამ პროექტი დაგიმტკიცოთ, ნაკვეთის ან შიდა აზომვის სიზუსტე პირველი გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს საქმე პროფესიონალებს და გამოცდილ გუნდს მიანდოთ, ისეთი, როგორიც არის “გეოდეზია.

“გეოდეზია” მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

• მიწის აზომვა;
• შიდა აზომვა;
• ტოპოგრაფიული გეგმა;
• ნაკვეთის გამიჯვნა;
• დაკვალვა.

მოდით, განვიხილოთ რა შემთხვევაში რომელი მათგანი გამოიყენება.

მიწის აზომვა

მიწის აზომვა გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი, გასაერთიანებელი და ა.შ. ნაკვეთების დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად. გეოდეზიას გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ნაკვეთის აზომვით სამუშაოებს თუ მიწის გაფორმებისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების მომზადებას.

შიდა აზომვა

შიდა აზომვა კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ. დროს გამოიყენება. ნახაზში წარმოდგენილია როგორც ფართობი, ოთახების განლაგება, ისე კარ-ფანჯრების ადგილმდებარეობა.

ტოპოგრაფიული გეგმა

ტოპოგრაფიული გეგმა მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის. ასეთ დროს უპირველეს ყოვლისა აუცილებელია აღნიშნული ტერიტორიის და მასზე მოცემული ობიექტების დეტალური აზომვა, ამასთანავე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება. “Geodezia”-თან თანამშრომლობისას შესაძლებლობა გექნებათ შექმნათ 1:500 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა.

ნაკვეთის გამიჯვნა

აღნიშნული მომსახურება საჭიროა ნაკვეთის თუ ფართის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის. კომპანიის გუნდი დაგეხმარებათ საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებაში.

დაკვალვა

მიწისა, ფართის აზომვის თუ და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შექმნილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. “Geodezia”-ს გუნდი გთავაზობთ პროექტში არსებული წერტილების კოორდინატების აღმოჩენას და დაფიქსირებას, თანამედროვე და ყველაზე ზუსტი აპარატურის გამოყენებით.

ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი სერვისით სარგებლობისას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ:

• სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურება;
• ზუსტი ნახაზები;
• სასიამოვნო გარემო.

კომპანიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მის ვებ გვერდზე შეგიძლიათ. ციფრული მარკეტინგული სააგენტოს დახმარებით, “Geodezia” გამართული ვებ საიტით სარგებლობს. საიტის დამზადება კომპანიამ Adshub.ge-ს ანდო.

Adshub.ge და მისი სერვისები

Adshub.ge სხვადასხვა კომპანიებს გაციფრულებაში ეხმარება. სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

• SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
• SEM – საძიებო სისტემის მარკეტინგი;
• SMM – სოციალური მედია მარკეტინგი;
• ქოფირაითინგი;
• ვებ საიტის დამზადება.

კომპანია adshub.ge დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.

სააგენტოს უნიკალურს ხდის ორი მთავარი ფაქტორი: Adshub.ge გთავაზობთ უფასო საძიებო სისტემის აუდიტს, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საიტის მდებარეობა საძიებო სისტემებში და სააგენტოსთან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დადებულ შედეგზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.