რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
თიბისის პარტნიორი კომპანიის „ყვარლის ღვინის მარნის “ ახალი სიცოცხლე პანდემიის შემდეგ
თიბისის მხარდაჭერით კომპანიამ „ყვარლის ღვინის მარანი“ პანდემიისგან შექმნილი პრობლემები გადალახა, წარმოება გააფართოვა და ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი სეხნიაშვილი „ყვარლის ღვინის მარანზე“ გვიყვება:

„ვიდრე საკუთარ კომპანიას დავაფუძნებდი, ამ სფეროში მუშაობის დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება მქონდა დაგროვილი და ზუსტად ვიცოდი იმ გამოწვევების შესახებ, რაც ღვინის ბაზარზე და ღვინის ტურიზმში არსებობდა. ეს გამოცდილება დამეხმარა, მოგვენიშნა კომპანიის ნიშა და სეგმენტი.

კომპანია „ყვარლის ღვინის მარანი“ 2017 წელს დავაფუძნეთ. ძველი მარანი გავაახლეთ, ახალი ქვევრები ჩავყარეთ და 2018 წლის სეზონისთვის მომხმარებელს საფერავის, რქაწითელის და მწვანეს ჯიშებისგან, ტრადიციული კახური მეთოდით დამზადებული, მცირე რაოდენობის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები შევთავაზეთ. ამ წელს დაახლებით 8000 ბოთლი ღვინო გამოვუშვით და ძირითადი გათვლა ქართულ ბაზარზე არსებულ უცხოელ მომხმარებელზე გვქონდა.

მომდევნო, 2019 წელს, უკვე 11 სახეობის 30 000 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, მცირე რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე, 30-იოდე მაღალი ხარისხის ღვინის მაღაზიაში ჩავაბარეთ, დიდი ნაწილი კი ექსპორტზე - ავსტრიასა და ჩინეთში გავუშვით.
პირველი ორი წელი ბიზნესი საკმაოდ კარგად აეწყო, თუმცა პანდემია ჩვენნაირი სტარტაპერებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა და ბიზნესის ფუნქციონირება 2 წლით შეაფერხა.

პანდემიის შემდეგ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. დასახმარებლად თიბისის მივმართეთ და მისი მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა სხვა ბანკს ჩავეხსენით და ყველა სამომავლო გეგმაც თიბისის დავუკავშირეთ.

დაწყებული გვაქვს მუშაობა და იგეგმება „მწვანეს“, „წინანდალის“, „ქისის“, „საფერავის“, „რქაწითელის“,“ ალაზნის ველის“, „ქინძმარაულის“, „მუკუზანის“, „მცვივანის“, ასევე ქვევრის ღვინოების - „რქაწითელის“, „ქისის“, „საფერავის“ ჩამოსხმა.
ამ ეტაპზე ევროპული ღვინისთვის საწარმო იჯარით გვაქვს აღებული. სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, შევისყიდოთ ევროპული ღვინის დასამზადებელი ტექნოლოგია და დანადგარები და უკვე საკუთარ საწარმოში ჩამოვასხათ ევროპული ღვინო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მაჟოტიტარულ ოლქში ჯამში 134 066 ამომრჩველია რეგისტრირებული.
მაჟოტიტარულ ოლქში ჯამში 134 066 ამომრჩველია რეგისტრირებული.
17:12 / 01.10.2023
რეგენერაციული აგროკუტურის ცენტრის სპეციალისტების აზრით,
რეგენერაციული აგროკუტურის ცენტრის სპეციალისტების აზრით,
18:42 / 30.09.2023
სახალხო არტისტისა და გორის ქალთა გუნდის დამაარსებლის
სახალხო არტისტისა და გორის ქალთა გუნდის დამაარსებლის
15:09 / 30.09.2023
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი
დილის 08:00 საათზე დაიწყება.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება.
14:51 / 30.09.2023
ვიდეორეპორტაჟი
"ჩემია!" კომედიური ჟანრისაა, თუმცა მოიცავს ომის თემას, რაც ჩემთვის
,,ერთ დღესაც მეუბნება, რომ დე, მოდი შევაგროვოთ ფული,
"ხელი ბავშვობიდანვე არ მქონდა, ასეთი დავიბადე. როგორც სხვა ბავშვები თამაშობდნენ,
,,თუ მარტო თქვენ ცხოვრობთ ამ სოფელში, მეზობელი როგორ გყავთ?" - ვკითხეთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.