რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მშენებელი აცხადებს, რომ ქარელის მერიაში შეაშინეს
კომპანია ,,დინ გრუპის'' წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ქარელის მერიაში მიღება-ჩაბარების აქტს იძულებით და ძალადობით მოაწერა ხელი.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, იძულებული გახდა, დათანხმებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, რადგან, ასეთი თანხმობის გარეშე, მერია მას შესრულებული სამუშაოს ღირებულებას არ აუნაზღაურებდა.

ასევე, განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, იძულებული იყო მოეთხოვა ვალის პატიება და თანხის გამოქვითვა.

დღეს კომპანია ,,დინ გრუპი'' აცხადებს, რომ მას არანაირი ვალი არ ჰქონდა ქარელის მერიის წინაშე და ადგილობრივი მთავრობა ვალდებულია მას გადაუხადოს დარჩენილი თანხა, დაახლოებით 11 400 ლარი.

2023 წლის 4 მაისს სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მსჯელობა დაასრულა და გადაწყვეტილებაც მიიღო.

რა მოხდა?

საქმე ეხება ქარელი - აბანო - საციხურის გზის მოასფალტების პროექტს. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა 2020 წლის 4 მაისის ჩათვლით, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და, საბოლოოდ, 2020 წლის 19 ივნისის ცვლილების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისი.

კომპანიამ სამუშაოები დაასრულა 21 ივლისს, 10 დღის დაგვიანებით.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში გატარებული რეგულაციებისა და ლარის გაუფასურების გამო, კომპანიას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მხრივ, შეექმნა დაბრკოლება.

სამუშაოების ცვლილების შესახებ კომპანიამ აცნობა მერიას, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა, კომპანია იძულებული გახდა, საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმით გაეგრძელებინა მუშაობა.

მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა საზედამხედველო კომპანია შპს "ოპტიმალ გრუპმა" ( საზედამხედველო კომპანია), თუმცა მერიამ არ აანაზღაურა სამუშაოს ღირებულება და სრულიად უსაფუძვლოდ, კომპანიას დააკისრა პირგასამტეხლო. აბისი-საციხური-აბანოს გზის ასფალტირების ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 584 449.88 ლარს.

კომპანიისთვის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 584 449.88 ლარი, ხოლო ქარელის მერიისთვის გადასახდელმა პირგასამტეხლომ - 11 388.29 ლარი.

კომპანიამ განცხადებით მიმართა მერიას და განუცხადა, რომ სამუშაოს ღირებულებაში გაექვითა დაკისრებული პირგასამტეხლო.

მერიამ კომპანიის თხოვნის შესაბამისად, განახორციელა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და ამ გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა (573 061.59 ლარი) აუნაზღაურა კომპანიას.

საბოლოოდ, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2020 წლის 31 ივლისს.

დღეს კომპანია აცხადებს, რომ მერიას თანხა არ უნდა გამოექვითა და ვალდებულია ის 11 400 ლარიც გადაუხადოს, რადგან მიღება-ჩაბარების აქტს იძულებით მოაწერა ხელი.

სასამართლოს პოზიცია

სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იძულებული გახდა, დათანხმებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, რადგან, ასეთი თანხმობის გარეშე, შემკვეთი მას შესრულებული სამუშაოს ღირებულებას არ აუნაზღაურებდა.

,,გარიგების ბათილობას ისეთი სახის იძულება იწვევს, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის დაზარალებულის პიროვნებას ან მის ქონებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებულ იძულებად არ შეაფასა, რადგან მოსარჩელემ ვერ დაასახელა, თუ კონკრეტულად რა სახის ძალადობა ან მუქარა განახორციელა მოპასუხემ მის მიმართ. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, კომპანიას გააჩნდა ეფექტური სამართლებრივი გზა (შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანა) თავისი უფლების დასაცავად, რითაც მან არ ისარგებლა. კომპანიამ არ მიუთითა, რომ ქარელის მერია, ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, მას უკრძალავდა ამ სამართლებრივი მექნიზმით სარგებლობის უფლებას და, შესაბამისად, სხვა გზა აღარ რჩებოდა, გარდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა.'' - აღნიშნულია 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.