რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ქარელის მერიას ნაგვის კონტეინერები 298 დღის დაგვიანებით მიაწოდეს
კომპანია ,,მელისამ'' ქარელის მერიას ნაგვის კონტეინერები დაგვიანებით მიაწოდა. ამის გამო, მერიამ სასამართლოში იჩივლდა.

სასამართლო სხდომა დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, კომპანიას, რომელსაც ქარელის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი ჩაერიცხა, მერიას უკან 2094 ლარს დაუბრუნებს.

როგორც სასამართლო სხდომაზე მერიის წარმომადგენელმა განმარტა, კომპანიამ ურნების მიწოდება 298 დღით დააგვიანა. საუბარია 44 კონტეინერზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს "მელისამ'' 44 ცალი კონტეინერი ქარელის მერიას 298 დღის დაგვიანებით მიაწოდა. შესაბამისად, კონტეინერები ქარელის სოფლებში ამავე რაოდენობის დღეების დაგვიანებით დადგეს.

ქარელის მერიამ კომპანიას ჯერ თანხა ჩაურიცხა, შემდეგ კი ვადაგადაცილებული დღეების გამო პირგასამტეხელოს დაკისრება, დაახლოებით 8 000 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

თავდაპირველად, ხაშურის სასამართლომ დააკმაყოფილა ქარელის მერიის საჩივარი და კომპანიას 7748 ლარი გადახდა დააკისრა. ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სასამართლომ გააუქმა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის გადაწყეტილებით, მერიის მიერ დაანგაირშებული თანხა ზედმეტია და ,,მელისას'' მხოლოდ 2094 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება ქარელის მერიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2023 წლის 10 მარტს ძალაში დარჩა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას, რომელსაც 130 000 ლარი ჩაერიცხა, ვადაგადაცილების გამო, დაეკისრა 2094 ლარის გადახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ზემო ჩოჩეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი საპირფარეშო მოეწყო,
ქვემო ჩოჩეთის სასაფლაოზე გზა მოიხრეშა.
ზემო ჩოჩეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი საპირფარეშო მოეწყო, ქვემო ჩოჩეთის სასაფლაოზე გზა მოიხრეშა.
13:05 / 12.10.2026
ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხიზანიშვილი მანამდე ევროპის
ვიცე-ჩემპიონი იყო და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის
სკოლის აღზრდილია.
ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხიზანიშვილი მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონი იყო და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის აღზრდილია.
12:44 / 12.10.2026
ამჟამად ხაშურის მე-3 საბავშვო ბაღის 35 აღსაზრდელი ხაშურის მე-6
საბავშვო ბაღში დადის.
ამჟამად ხაშურის მე-3 საბავშვო ბაღის 35 აღსაზრდელი ხაშურის მე-6 საბავშვო ბაღში დადის.
12:09 / 12.10.2026
მოსავალს სამკურნალო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა
და სოციალურ სახლებს გადასცემენ.
მოსავალს სამკურნალო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და სოციალურ სახლებს გადასცემენ.
11:49 / 12.10.2026
ექსკურსიაზე მყოფი კასპელი მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში
ავარიაში მოყვნენ. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, ორი კვლავ
მკურნალობს.
ექსკურსიაზე მყოფი კასპელი მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ავარიაში მოყვნენ. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, ორი კვლავ მკურნალობს.
10:36 / 12.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.