რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპის მერმა აშშ-დან ხელფასზე მეტი ფულადი შემოსავალი მიიღო
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოჯახის წევრისაგან, რომელიც ემიგრანტია, ერთი წლის განმავლობაში, საჩუქრად 35 000 დოლარი მიირო. ამის შესახებ მაისურაძემ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

როგორც მერის პრესსამსახურმა გვითხრა, ემიგრაცია კასპის მერის დედა, კერძოდ აშშ-ში.

დღევანდელი კურსით, აშშ-დან მიღებული შემოსავალი შეადგენს 91 000 ლარს, მაშინ როდესაც გასულ წელს, მერმა ხელფასის სახით მიიღო 88 289 ლარი.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, მაისურაძემ უძრავ ქონებას თბილისში, ღვინის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი შემატა. კასპის მერმა 336კვ.მ ფართობის მიწა თბილისში 35 532 ლარად იყიდა.

ხელფასის და დედის ნაჩუქარი ფულის გარდა, კასპის მერის შემოსავლებს შორის არის იჯარით მიღებული თანხებიც. დეკლარაციის მიხედვით, მაისურაძემ უძრავი ქონების გაქირავებით, ერთ წელში 11 851 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ვახტანგ მაისურაძეს უძრავი ქონება დეკლარაციის მიხედვით, არ უფიქსირდება. მის უძრავ ქონებებს შორის არის 4 ბინა თბილისის სხვადასხვა უბნებში და მიწები ასევე თბილისში.

საჯარო სამსახურშია დასაქმებული მაისურაძის მეუღლე ხათუნა ვარდოსანიძეც, რომელიც გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის კოორდინატორია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
17:12 / 19.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური დღესასწაული წელს 3 ოქტომბერს
აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჯგუფ „1/4“-ის კონცერტით
დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური დღესასწაული წელს 3 ოქტომბერს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჯგუფ „1/4“-ის კონცერტით დასრულდება.
12:01 / 19.09.2026
გორში სამგზავრო ავტობუსების ელექტრონული ტაბლოები გამორთულია.
უამინდობის მიუხედავად, მგზავრები ტრანსპორტის მოსვლის დროის გაგებას
ვერ ახერხებენ, ტრანსპორტის სააგენტო კი ზარებს არ პასუხობს.
გორში სამგზავრო ავტობუსების ელექტრონული ტაბლოები გამორთულია. უამინდობის მიუხედავად, მგზავრები ტრანსპორტის მოსვლის დროის გაგებას ვერ ახერხებენ, ტრანსპორტის სააგენტო კი ზარებს არ პასუხობს.
10:44 / 19.09.2026
2022 წელს დაწყებული მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, მოსწავლეები კი
მე-6 წელია საკუთარი შენობის გარეშე არიან. 20 ოქტომბერს გახდება
ცნობილი, გაუხანგრძლივებენ თუ არა კომპანიას ვადა მეშვიდედ.
2022 წელს დაწყებული მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, მოსწავლეები კი მე-6 წელია საკუთარი შენობის გარეშე არიან. 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი, გაუხანგრძლივებენ თუ არა კომპანიას ვადა მეშვიდედ.
23:07 / 18.09.2026
გორის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
შეადგინა.
გორის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
19:05 / 18.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.