ახალი ამბები
ქარელის 3 სოფელში სასმელი წყლის პროექტი ჩავარდა - მერია 700 000 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს
ქარელის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ზემო ხვედურეთში, საღოლაშენსა
და თამარაშენში სასმელი წყლის პროექტები ჩავარდა.
კომპანიას, რომელმაც სამუშაოები 2022 წლის მარტში დაიწყო, ერთი წლის შემდეგაც ეძებდნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენდა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, სამივე პროექტზე კომპანიას ჩაირცხული აქვს თითქმის 1,4 მლნ ლარი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის ,,თექ ჰაივეი'' . მას სამუშაოები 2022 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის წერილებიდან ირკვევა, ვადაგადაცილება თითქმის 340 დღეს შეადგენს.
ქარელის მერიის წერილით ირკვევა:
ზემო ხვედურეთში რეზერვუარის სიახლოვეს არაა მოწყობილი გამანაწილებელი ჭა, რომლითაც მოსახლეობას წყალი უნდა მიეწოდოს. ასევე, უმრავლეს ოჯახებში მრიცხველები დამონტაჟებულია მხოლოდ ცარიელი ყუთები, თანაც მიწის ზევით. ზოგი ოჯახი საერთოდ ყუთების გარეშე დატოვეს.
რაც შეეხება სოფელ საღოლაშენსა და თამარაშენს, აქ ჭაბურღილი გაკეთდა, მაგრამ არ აამუშავეს.
,,არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ემუშავა ჭაბურღილს, რათა ამორეცხილიყო ჭაბურღილი, ასევე, გაგვებო წყლის დებეტის რაოდენობის შესახებ, არ მომხდარა'' - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელიც კომპანიას მერიამ გაუგზავნა.
ქარელის მერია ითხოვს, რომ კომპანია ,,თექ ჰაივეი'' დაჯარიმდება სამივე პროექტის შეუსრულებლობისთვის დაახლოებით 700 000 ლარით.
ფოტოზე: ქარელის მერი, გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე ქარელში

ამავე კატეგორიაში

ახლა რაღაც 10 დღეა გამოჩნდა ახალი ბრიგადა და მუშაობენ. როდის დაასრულებენ, არ ვიცით'' - აცხადებენ ადგილობრივები.

ფერმერებთან შეხვედრას გორის საკრებულოს წევრებიც,

კომისიის წევრები, რომლებიც გადასატანი ყუთით ამომრჩევლებთან გავიდნენ,

მან ფონდის დახმარებით 2 წლის განმავლობაში შეძლო იმ კვლევაზე
მუშაობა, რომელიც

ოლქში, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში
მონაწილეობა მიიღო 25 627-მა მოქალაქემ
ვიდეორეპორტაჟი
"ჩემია!" კომედიური ჟანრისაა, თუმცა მოიცავს ომის თემას, რაც ჩემთვის
"ხელი ბავშვობიდანვე არ მქონდა, ასეთი დავიბადე. როგორც სხვა ბავშვები
თამაშობდნენ,
,,თუ მარტო თქვენ ცხოვრობთ ამ სოფელში, მეზობელი როგორ გყავთ?" -
ვკითხეთ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები