რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში მცხოვრებ ბიზნესმენებს პატიმრობა მიუსაჯეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში გამოავლინეს საწარმოები, რომელთა უკან ერთი და იგივე პიროვნებები იდგნენ და რომლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 2 მლნ ლარი აზარალეს.

აღნიშნულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განხილვა 2023 წლის 5 ივლისს დაასრულა. პატიმრობა მიუსაჯეს ორ ბიზნესმენს 5 და 4 წლით, ვადის ათვლა 2022 წლიდან დაიწყო. დანარჩენ სამს კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს – ჯამში 100 ათასი ლარის ოდენობით.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე იყო მხილებული, არის ,,ნ.ნ გრუპი". ეს საწარმოც რეგისტირებულია სოფელ ახალქალაქში და საქმიანობად მითითებული აქვს ბურღულეულის, მაკარონისა და ფქვილის დისტრიბუცია.

სქემის მიხედვით, კომპანიები ერთმანეთს პროდუქტის შეძენის მიზნით, ფიქტიურად უხდიდან თანხას.

,,გ. ნ–სმა მისი მეგობრების სახელზე დაარეგისტრირა ორი კომპანია, რომელთა ფაქტიური მესაკუთრე და მმართველი იყო თვითონ. გ. ნ–ს ორგანიზებით, თ. ნ–მა დამოუკიდებლად ასევე სხვა პირებთან ერთად 2017-2019 წლებში 11 საწარმოდან დაამზადა ავანსის ანგარიშფაქტურები, თითქოს გადაუხადა ჯამში 12 მლნ 818 189 ლარი. ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 1,95 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადისა და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია." - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ადვოკატი აცხადებდა, რომ გ. ნ–სათვის და თ. ნ–სთვის დანიშნული სასჯელები არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არიან ნასამართლევნი.

,,საქმის განხილვისას დაცვის მხარემ არაერთხელ დააყენა საკითხი დაზარალებულისთვის - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა მათი მხრიდან ფორმალური და არასათანადო დამოკიდებულების გამო დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეწყო ზიანის ანაზღაურება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გ. და თ. ნ–ები სასამართლოში საქმის განხილვის გარკვეულ ეტაპზე იმყოფებოდნენ თავისუფლებაში და არ უცდიათ მიმალვა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა.'' - აღნიშნავდა ადვოკატი.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტელება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.