რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
გორში მოქალაქე დააჯარიმეს ტოტების მოჭრის გამო
კეთილმოწყობის სამსახურის მოთხოვნით, გორში, მოქალაქე დააჯარიმეს,

ოქმი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეადგინეს, თუმცა, ფაქტის შესახებ კეთილმოწყობის სააგენტომ გაავრცელა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გორში, ჭანტურიას ქუჩაზე, გვიან ღამით მოქალაქემ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად გადაჭრა ხე.

თუმცა, ადგილზე მისვლისას ვნახეთ, რომ ხე გასულ წლებშია გადაჭრილი. ხოლო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მოჭრილია ახლადგამოტანილი ტოტები.

სამართალდამრღვევი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაჯარიმდა 500 ლარით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

აღნიშნული მუხლი გულისხმობს:

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მოგმართავთ თხოვნით, გაუფრთხილდეთ მწვანე ნარგავებს. საკუთარ ქალაქზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
რუკის მიხედვით, ქალაქ კასპში 4 გამზომი სადგურია, ერთი - ქვემო გომში
რუკის მიხედვით, ქალაქ კასპში 4 გამზომი სადგურია, ერთი - ქვემო გომში
16:07 / 30.11.2025
გორის მერი ითხოვს, რომ ტყვიავიდან ტირძნისამდე გზის მონაკვეთს
„მშვიდობის ქუჩა“ ეწოდოს
გორის მერი ითხოვს, რომ ტყვიავიდან ტირძნისამდე გზის მონაკვეთს „მშვიდობის ქუჩა“ ეწოდოს
17:06 / 29.11.2025
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის
უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა
17:00 / 29.11.2025
გასული წლის დეკორაციები, რომლებიც ასევე იმავე კომპანიიდან იყო
შეძენილი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდება
გასული წლის დეკორაციები, რომლებიც ასევე იმავე კომპანიიდან იყო შეძენილი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდება
15:57 / 29.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.