რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,ევროპა არის სწორედ ცოცხალი რეგიონები'' - სალომე ზურაბიშვილი გორში
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში იმყოფებოდა. ის ახალგაზრდებს ,,არტ-ჰაუსში'' შეხვდა.

პარალელურად, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნით მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება.

სიმბოლურ ღონისძიებაზე, - "ჩვენი ხმა ევროპას"  საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო:

"დღეს აქ მოსული ვარ ჩვენი კამპანიის ფარგლებში - ეს ეხება ჩვენი ხმა ევროკავშირს; როგორ უნდა გავუგზავნოთ, როგორ უნდა გავახსენოთ და როგორ უნდა ყველას ვუთხრათ, რომ ჩვენი ხმა და ადგილი ევროპაში არის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გორში ასეთი ფორმით, ორი დროშით დამხვდნენ ახალგაზრდები და ეს ახალგაზრდული ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე იმისთვის, რომ ყველა ქალაქში საქართველოში იყოს. ეს არის ევროპა - კულტურა იყოს ცოცხალი, იყოს მისაწვდომი ახალგაზრდებისთვის, მათი შემოქმედებისთვის და თუ ვიცით ევროპა რა არის - ევროპა არის სწორედ ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია'' - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ რეგიონებში: ,,ამითი მივცემთ ჩვენს ახალგაზრდებს სურვილს, რომ იქ იმოღვაწონ, დაბრუნდნენ - ვინც არიან წასულები სასწავლებლად ევროპაში და თავიანთ ქალაქს და თავიანთ რეგიონს დაუბრუნონ ის ცოდნა და კულტურა.'' - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გორში შეხვედრის დროს მან ისაუბრა ახალ კამპანიაზე, რომელიც მისი ინიციატივით საქართველოს მასშტაბით ხორციელდება:

,,დღეს იწყება ორ კვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ესეც არის ევროპული საკითხი - ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და, პირველ რიგში, ქალები. მე მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ნამდვილად არა მხოლოდ ევროპული ბრძოლა - არამედ ეს არის ბრძოლა ქართული - ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთის და ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის ამ ყველაფრის დავიწყება და გაუცხოება. "


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს
სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო
ქსელის შეტბორვას.
სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო ქსელის შეტბორვას.
19:41 / 23.08.2026
ის სოფელ შინდისში დაჭრილების გამოყვანის დროს სნაიპერის ტყვიამ
იმსხვერპლა.
ის სოფელ შინდისში დაჭრილების გამოყვანის დროს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
17:57 / 23.08.2026
წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად
აღდგება.
წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
15:34 / 23.08.2026
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, კალაპოტი წყლით 2 დღის
შემდეგ შეივსო.
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, კალაპოტი წყლით 2 დღის შემდეგ შეივსო.
15:21 / 23.08.2026
სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების
შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან
ეტაპობრივად აღდგება.
სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
13:38 / 23.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.