რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა
თიბისიმ, მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში”, პირველი ადგილის მფლობელი – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე დააჯილდოვა. ფინალისტებს შორის კი თიბისის რჩეული რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძე გახდა. კონკურსის ოცივე ფინალისტს თიბისისგან SABA Reader-ის აპლიკაციაში ერთწლიანი წვდომა გადაეცათ.

მასწავლებლების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობა იყო. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების შესასწავლად საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები უნდა შეექმნათ.

კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოდან კერძო და საჯარო სკოლების 65 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მისი დასკვნითი ღონისძიება კი 24 იანვარს – განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ფინალისტებმა ნამუშევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც ხუთი სპეციალური პრიზი – ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის წარმოდგენილი ნამუშევრისთვის – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე;
I ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე;
I ადგილი საშუალო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი;
II ადგილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი;
II ადგილი – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ბესიკ კაპანაძის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი.

ფინალისტებს შორის, თიბისის სპეციალური ჯილდო გადაეცა ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს თეა მაღალდაძეს კატეგორიაში „ფინანსური თაღლითობის და უსაფრთხოების საკითხები“.

კონკურსი ჩატარდა ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზატორებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.